ჰიდროპერიკარდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიდროპერიკარდი – არაანთებადი სითხის დაგროვება პერიკარდის ღრუში აღინიშნება გულის მძიმე უკმარისობის დროს, თირკმელების დაავადებების, ჰიპოთირეოზის, კახექსიის დროს. დიაგნოზი დგინდება ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობა – ძირითადი დაავადების მიხედვით.

გაფრთხილება!