ჰიდროცელე

უროლოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია სათესლის წყალმანკი ანუ ჰიდროცელე. ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი) არის  სათესლის გარსებს შორის სითხის დაგროვება. ნორმაში სითხე არსებობს მცირე რაოდენობით და თავისუფლად ცირკულირებს და უზრუნველყოფს  სათესლის ამორტიზაციასა და მოძრაობას.

ჰიდროცელეს განვითარების მიზეზები

ტრავმების შედეგად წარმოქმნილი ადჰეზიების განვითარებისას ან ანთებითი პროცესების შემდეგ, ასევე სიმსივნეების დროს, საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდებისას, საშარდე სისტემის ოპერაციების შედეგად ირღვევა სითხის გადინება და ცირკულაცია, ხდება მისი დაგროვება და წარმოიქმნება ჰიდროცელე.
ხშირად ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი) ვითარდება გადატანილი გონორეის შემდეგ წარმოქმნილი ადჰეზიური პროცესის შედეგად. დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებსა და ახალგაზრდა მამაკაცებში (20-30 წ), თუმცა შეიძლება იყოს თანდაყოლილი. უმეტეს შემთხვევაში თანდაყოლილი ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი) არ საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას, რადგან ის თავისთავად გაივლის ახალშობილის სიცოცხლის პირველ კვირეებში.

ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი) სიმპტომები

ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი)  ვლინდება სათესლეების მოცულობის გადიდებით, მისი მტკივნეულობით. გამოხატული ჰიდროცელე, რომელიც დიდი ხანია არსებობს, იწვევს სათესლეზე ზეწოლას და მის ატროფიას, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს პოტენციის დაქვეითება და უნაყოფობა. კლინიკური სურათის შესწავლა მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასმისას და ითვალისწინებენ არა მხოლოდ დაავადების მკურნალობისას, არამედ ვარიკოცელეს მკურნალობისას საზღვარგარეთ.

ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი)  დიაგნოსტიკა საზღვარგარეთ

ჰიდროცელეს ამოცნობის ძირითადი მეთოდია დიაფანოსკოპია – განათება სპეციალური აპარატით, როდესაც ჩანს სითხით გარშემორტყმული სათესლე. სათესლის ქსოვილის მდგომარეობის შესაფასებლად ტარდება მისი ულტრაბგერითი კვლევა, აუცილებლობისას – ბიოფსია, საზარდულის ლიმფური ჯირკვლების, მენჯის სკანირება, ხდება თირკმლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა, ვენერიული დაავადების არსებობის შემოწმება. დიაგნოსტიკის ასეთ მიდგომას აქტიურად იყენებენ წამყვან უცხოურ კლინიკებში.

ჰიდროცელეს მკურნალობის მეთოდები საზღვარგარეთ

ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი)  მკურნალობისას პირველი ამოცანაა მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. აკეთებენ სათესლე პარკის პუნქციას სითხის მოცილებით. თუ სითხე კვლავ დაგროვდა, მაშინ მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას. ამას ატარებენ უროლოგიის საუკეთესო ცენტრებში საზღვარგარეთ.

მკურნალობის ქირურგიული მეთოდები მდგომარეობს სითხის დაგროვების პირობების ლიკვიდაციაში. სათესლის თანდაყოლილი გარსის მოცილების უფრო გავრცელებული მეთოდია – სათესლის „გახლეჩა“. შემდგომში ეს უარყოფითად არ აისახება მის ფუნქციაზე.

თანამედროვე უცხოურ კლინიკებში უპირატესობას ანიჭებენ ნაკლებინვაზიურ ჩარევას სპეციალური კათეტერ-ნემსით. ასეთი ოპერაციები ტარდება ამბულატორიულად ადგილობრივი გაუტკივარებით.

ჰიდროცელეს მკურნალობის უახლეს მეთოდებს შორის ფართოდ გამოიყენება მასკლეროზებელი მკურნალობა – გარსებს შორის პრეპარატების პუნქციის გზით ხდება ადჰეზიის გამოწვევა და შეერთება, ღრუს ლიკვიდაცია. ამ მეთოდს ფართოდ იყენებენ ისრაელის უროლოგები, განსაკუთრებით ჰიდროცელეს მკურნალობისას ბავშვებში. პროცედურა არ განსხვავდება ინიექციისგან და ტარდება ამბულატორიულად. მომდევნო ეტაპზე ტარდება ულტრაბგერითი კონტროლი მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.