ჰილგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰილგერის სინდრომი – ანუ კაროტიდოდინია, იშვიათი დაავადებაა. მისი არსია საძილე არტერიის ბასეინში შემავალ სისხლძარღვთა გაფართოება ნეიროვეგეტატიური მოშლილობით. უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში. დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი, უფრო ცალმხრივი ტკივილი კისრის არეში, ირადიაცია სახეში, ქვედა ყბას ან ყურში, ყლაპვის შეფერხება. შეტევა გრძელდება საათებიდან რამდენიმე დღემდე. გადის სპონტანურად. რემისია დღეებიდან  –  კვირეებამდე. [“3”]

გაფრთხილება!