ჰიპერკალციემია

ჰიპერკალციემია – სისხლის შრატში კალციუმის შემცველობის მომატება ნორმასთან შედარებით (3 მმოლ/ლ). აღინიშნება ჰიპერპარათირეოზის, სარკოიდოზის, მიელომური დაავადების, ძვლების მეტასტაზური დაზიანებების, ხანგრძლივი უმოძრაობის, პეჯეტის დაავადების, ოსტეოპოროზის, კალციუმის ან D ვიტამინის გაძლიერებული მოხმარებისას. ვლინდება მადის დაქვეითებით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მუცლის არეში, სიგამხდრით, წყურვილით, შარდის გაძლიერებული გამოყოფით. მკურნალობა – რაციონში კალციუმის შემცირება, ინტრავენურად ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შეყვანა, გლუკოკორტიკოიდები, კალციტონინი და სხვ.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი