ჰიპერკალციემიის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერკალციემიის სინდრომი – ნიშნები: საერთო სისუსტე,შეკავებულობა, უმადობა, რძის ნაწარმთა აძულება, ღებინება, თირკმლების უკმარისობის ნიშნები. განპირობებულია ჰიპერკალციემიით, მეტაბოლური ალკალოზით და კალციუმის მარილების ქსოვილებში ჩალაგებით. ძირითადად აღენიშნება წყლულით დაავადებულ ავადმყოფებს, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან რძის დიეტაზე და ხმარობენ დიდი რაოდენობის ტუტოვან ნაერთებს. სინონიმებია: ბერნეტის (ანუ ბარნეტის) სინდრომი, რძისა და ტუტის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა