ჰიპერმეტამორფოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერმეტამორფოზი – ფსიქიატრიაში – ყურადღების ზედმეტი ცვალებადობა, მისი უნებური წუთიერი ფიქსაცია ყველა იმ ობიექტზე, რომლებიც ხვდებიან ავადმყოფის მხედველობის არეში, ამასთან იგი ყველაფერზე კომენტარს იძლევა. ჩვეულებრივ მომდინარეობს მწვავე დაბნეულობით. დამახასიათებელია გამოხატული მანიაკალური მდგომარეობებისათვის, ცნობიერების დაბინდვის ზოგიერთი სახეებისათვის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა