ჰიპერპარათირეოიდული ოსტეოდისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერპარათირეოიდული ოსტეოდისტროფია – კლინიკური სინდრომი: ძვლოვანი ჩონჩხის სისტემური დაზიანება, რომელიც ვითარდება ფარისებრახლო ჯირკვლების ჰიპერპლაზიის ან ადენომის დროს პარატჰორმონის ჰიპერსეკრეციის შედეგად. პათომორფოლოგიურად წარმოადგენს ფიბროზული ოსტეოდისტროფიის სახესხვაობას. კლინიკურად ვლინდება ძვლებში ტკივილებით და სიმსივნისებრი წარმონაქმნების განვითარებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად, ასევე ოსტეოსცინტიგრაფიით. მკურნალობა – პარათირეოიდული ადენომის ამოკვეთა რენალური ოსტეოდისტროფიის დროს – კალციუმის პრეპარატები და ვიტამინი D, ან ჰიპერპლაზირებული პარაფარისებრიახლო ჯირკვლები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა