ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია – (თვალის დაავ.) – ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურასა და მისი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა. სიმპტომები. დაავადების საწყის სტადიებში ჩივილები არ არის, მოგვიანებით ვლინდება მუქი ლაქები თვალების წინ, მხედველობის გაუარესება. ოფთალმოსკოპიით მოჩანს რეტინული არტერიების შევიწროება, დაკლაკნილობა, ვენაში მასზე არტერიის გადაკეცვის ადგილას სისხლის სვეტის დამახასიათებელი შეწყვეტები (ჯვარედინი სიმპტომი), არტერიების გაყოლებაზე თეთრი ზოლები. შორს წასულ შემთხვევებში მთელი არტერიული სისხლძარღვის გარდაიქმნება თეთრ ჭიმად, ხოლო სისხლის სვეტი ხდება უჩინარი (ვერცხლისფერი მავთულიუს სიმპტომი). ბადურაში ცვლილებები იწყება მხედველობითი ნერვის დისკის ირგვლივ შეშუპებით, რომელიც შემდგომში ვრცელდება სისხლძარღვების გასწვრივ, ჩნდება სისხლჩაქცევები და თეთღი ‘’ფოკუსები’’. ჰიპერტონიული დაავადების საბოლოო სტადიაში ყვითელი ლაქის გარშემო წარმოიქმნება ვარსკვლავის ფიგურა, ვლინდება მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა