ჰიპერქოლესტერინემია

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ჰიპერქოლესტერინემია

სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მაღალი დონე. ჰიპერქოლესტერინემია არაა ცალკე აღებული დაავადება, არამედ ათეროსკლეროზის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის  პათოლოგიის წარმოქმნის რისკ-ფაქტორია.

ჰიპერქოლესტერინემიის ყველაზე ხშირი მიზეზი ჭარბი კვება და ნაკლებმოძრავი ცხოვრების  წესია. გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრული წინასწარგანწყობაც.

ჰიპერქოლესტერინემია შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა დაავადებებმა:

  1. შაქრიანი დიაბეტი
  2. ჰიპოთირეოზი
  3. ნეფროზული სინდრომი
  4. ღვიძლის ფუნქციების დარღვევები
  5. გენეტიკური დაავადებები (ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია)

ჰიპერქოლესტერინემია შეიძლება წარმოიქმნას ზოგიერთი ჯგუფის ფარმაკოლოგიური პრეპარატების მიღებით. ასეთებია:

  1. პროგესტინები
  2. ანაბოლური სტეროიდები
  3. იმუნოდეპრესანტები

ჰიპერქოლსტერინემიის რისკ-ფაქტორები შესაძლოა იყოს:

  1. მემკვიდრული წინასწარგანწყობა
  2. სხეულის ჭარბი წონა
  3. დაბალი ფიზიკური აქტივობა
  4. ქრონიკული ან მწვავე სტრესები

რა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერქოლესტერინემიამ?

– პირველ რიგში ათეროსკლეროზი; ქოლესტერინის  ჩალაგება სისხლძარღვის კედელში და ათეროსკლეროზული ბალთების (ფოლაქების) წარმოქმნა საკმაოდ დიდ  ზიანს აყენებს ყველა ორგანოსა და მთლიანად ორგანიზმს. პირველ რიგში, ვიწროვდება თავად სისხლძარღვი, მცირდება მასში გამავალი სისხლის რაოდენობა, რაც იწვევს იმ ორგანოების იშემიას (ჟანგბადოვან შიმშილს), რომლებიც ამ სისხლძარღვით იკვებებიან. უპირველეს ყოვლისა, ზიანდება გული, თირკმელები და თავის ტვინი. ქვედა კიდურების არტერიების მძიმე დაზიანებისას ვითარდება სისხლის მიმოქცევის მწვავე უკმარისობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილთა ნეკროზი და დაწყლულება.

ჰიპერქოლესტერინემია იწვევს  ბალთების წარმოიქმნას აორტაზე, შედეგად კლებულობს მისი დრეკადობა და სისქე. სისხლის წნევის ზემოქმედებით აორტის გათხელებული კედელი იჭიმება და ვითარდება აორტის ანევრიზმა. თავის მხრივ, ანეევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს აორტის აშრევება, ან  გასკდომა, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისათვის. წყარო: www.celt.ru/napravlenija/kardiologija/simptomy/giperholesterinemija/

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გადასვლა >> ,,ქოლესტერინი”

.