ჰიპოთალამური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპოთალამური სინდრომი – 1. სიმპტომთკოპლექსი, რომელიც გამოწვეულია ჰიპოთალამუსის დისფუნქციით თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. კლინიკური სურათი ყალიბდება ნეიროენდოკრინული (ჰიპოპიტუიტარიზმი პროლაქტინემიასათან ერთად, უშაქტო დიაბეტთან ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომთან), კვების დარღვევებით (მგლის მადა, ან ანორექსია) ვეგეტატიური დისფუნქციით, ვეგეტატიური კრიზების ჩათვლით წყალ – ელექტროლიტური და ნახშირწყლოვანი ბალანსის, თერმორეგულაციის, ძილისა და სიფხიზლის დარღვევით, ფსიქიკური მოშლილობებით;  მწვავე პროცესები ხშირად იწვევენ ცნობიერების დათრგუნვას კომამდე, მკვეთრ ჰიპერთერმიას, არტერიულ ჰიპერტენზიას, ბრადიკარდიას, მიოკარდიუმის დაზიანებას. 2. ვითარდება ჰიპოთალამუსის ინფექციური, ტოქსიკური ან ტრავმული დაზიანებისას. ვლინდება ენდოკრინული, ვეგეტო – სისხლძარღვოვანი, ნივთიერებათა ცვლისა და სხვა დარღვევებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა