ჰიპოფოსფატაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპოფოსფატაზია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება შრატისმიერი და ქსოვილოვანი ტუტე ფოსფატაზის დაბალი დონით, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის დარღვევით (რაქიტი ბავშვებში, ოსტეომალაცია – მოზრდილებში) და შარდთან ფოსფოეთანოლისა და პიროფოსფატის მომატებული ექსკრეციით. დამახასიათებელია სარძევე ან მუდმივი კბილების ნაადრევი დაცვენა. დიაგნოზი დასტურდება ბიოქიმიური და რენტგენოლოგიური კვლევებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა