ჰისტოპლაზმოზი

ჰისტოპლაზმოზი –სოკოებით გამოწვეული ინფექციური დაავადება Histoplasma capsulatum  (სოკოვანი დაავადება)  (მიკოზი). აზიანებს რეტიკულურ ენდოთელურ სისტემას.

ჰისტოპლაზმოზი  არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ შესაძლებელია დაინფიცირება ფრინველების ან ღამურების გამონაყოფით დაბინძურებული მიწიდან სპორების ინჰალაციით.

სოკოები კარგად მრავლდებიან მიწაში, რომელიც კონტამინირებულია ფრინველების და ღამურების გამონაყოფებით, ამიტომ H capsulatum -ით ექსპოზიცია ჩვეულებრივ დაკავშირებულია მღვიმეების გამოკვლევებთან, ფრინველების ქანდარებთან (საქათმეებთან) ახლო კონტაქტი, მიწის სამუშაოებსა და ხე-ტყის აღებასთან.

ინფექცია, ჩვეულებრივ ასიმპტომურია ან გამოხატულია სიმპტომების მინიმუმი; თუმცა, დიდი რაოდენობით გამომწვევებით დაინფიცირებისა ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს შესაძლებელია განვითარდეს მძიმე, სიმპტომური პულმონური ინფექცია, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.

მძიმე რესპირატორული დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს დიდი რაოდენობით გამომწვევის ინჰალაცია, უჯრედული იმუნიტეტის უკმარისობა(მაგ. აივ/შიდსი, იმუნოსუპრესორებით ქრონიკული თერაპია), ორ წელზე ნაკლები ასაკი, ან ფილტვის ქრონიკული დაავადება.

აშშ-ში ენდემურ მხარეებს წარმოადგენს ოჰაიო, მისური მდინარე მისისიპის ველბი სამხრეთ მექსიკა, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები და ცენტრალური ამერიკა. აფრიკული ჰისტოპლაზმოზი განსხვავებულ კლინიკური ერთეულია და არ განიხილება ამ თავში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.