ჰომეოსტაზი

ჰომეოსტაზი – 1. (ბერძნ. homoios  –  ერთნაირი, მსგავსი და ბერძნ. stasis  –  უძრაობა)  –  შიგა გარემოს (სისხლი, ლიმფა, ქსოვილოვანი სითხე) შემადგენლობის და თვისებების, აგრეთვე ორგანიზმის ძირითადი­ ფიზიოლოგიური ფუნქციების შედარებითი დინამიური მუდმივობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  შინაგანი გარემოს შემადგენლობისა და თვისებების შედარებითი დინამიკური მუდმივობა და ორგანიზმის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციების მდგრადობა; განპირობებულია რთული რეგულატორული ურთიერთქმედებებით მოლეკულურ, უჯრედულ, ორგანულ დონეებზე. 3.  ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეთა ორგანიზმის შინაგანი გარემოს შედარებით დინამიური მუდმივობა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..