ჰორმონული რეგულაცია

ჰორმონული რეგულაცია – –  ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის ცხოველმოქმედების რეგულაცია, რომელიც ჰორმონებით ხორციელდება; ორგანიზმის შინაგანი მოქმედებისა და თვითრეგულაციის ერთ – ერთი სისტემა. მჭიდროდაა დაკავშირებული ცალკეული ორგანოებისა და მთელი ორგანიზმის ფუნქციების რეგულაციისა და კოორდინაციის ნერვულ და ჰუმორულ სისტემებთან. ჰორმონების ერთი ჯგუფი მოქმედებს გარკვეულ, ე. წ. სამიზნე ორგანოებზე, ხოლო მეორე ჯგუფი  –  მთელ ორგანიზმზე. მაგ., თიროქსინი მოქმედებს უმთავრესად ფარისებრ ჯირკვალზე, ხოლო ინსულინი  –  ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლაზე. ამა თუ იმ ჰორმონის სიჭარბე ან შემცირება იწვევს მნიშვნელოვან ფიზიოლ. მოშლილობას (ბაზედოვის დაავადება, მიქსედემა, დიაბეტი). ჰორმონული რეგულაცია აღინიშნება მცენარეებშიც (იხ. ფიტოჰორმონები). ჰორმონები მონაწილეობენ ორგანიზმის გენეტ. სისტემის ფუნქციონირების რეგულაციაშიც.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი