ჰორნერის სინდრომი

ჰორნერის სინდრომი

ჰორნერის სინდრომის არის  მიოზის, თვალის ნაპრალის შევიწროებისა და ერთი თვალის ენოფთალმის შეუღლება. დარღვეულია სიმპატიკური ინერვაცია. არაიშვიათად თანხლებულია სისხლძარღვოვან დარღვევებთან სახის იმავე მხარეზე.
აღინიშნება იმავე მხარეს ზურგის ტვინის გვერდითი რქების დაზიანების დროს კისრის მეშვიდე და გულმკერდის პირველი მალის დონეზე, სიმპატიკური ღეროს კისრის ნაწილის, მათ შორის კავშირების და ასევე გვერდითი რქების დაღმავალი ნერვული გზების დაზიანებისას.
სინონიმები: ბერნარ – ჰორნერის სინდრომი, ანუ კლოდ- ბერნარ – ჰორნერის სინდრომი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ჰორნერის სინდრომი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

  • თვალის გუგების შენელებული ადაპტაციური შესაძლებლობა: ჯანმრთელი თვალი, რაც უფრო ძლიერია განათების ინტენსივობა, მით მეტად იკუმშება, ჰორნერის სინდრომის დროს, გუგებს არ შეუძლიათ განათების ინტენსივობის სიძლიერის მიხედვით ადაპტაცია;
  • ჰეტეროქრონია – ეს სიმპტომი თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა შეფერილობით ვლინდება ანუ თვალს აქვს სხვადასხვა ფერი. ხშირად ეს სიმპტომი ვლინდება ჰორნერის სინდრომით დაავადებულ ბავშვებში;
  • ენოფთალმი – თვალის კაკლის ჩავარდნა;
  • მიოზი – გუგების არაბუნებრივი შევიწროვება, რომლის შემდეგ მისი გაფართოვება არ ხდება;
  • პტოზი – ზედა ქუთუთოს არაბუნებრივი ჩამოშვება, რომელიც ნორმას არ უბრუნდება, შედეგად თვალის ნაპრალი ვიწროვდება;
  • ანჰიდროზი – დაზიანებული ნერვის მხარეს ოფლის გამოყოფის შემცირება;
  • დაზიანებულ მხარეს ცრემლის გამოყოფის შემცირება;
  • თვალის კაკლის გარსის სიწითლე.

კლასიფიკაცია

იდიოპათიური – ამ შემთხვევაში ჰორნერის სინდრომი დაკავშირებული არ არის სხვა პათოგენურ ფაქტორებთან ანუ აღმოცენდება დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში ის ცალკე დაავადებად განიხილება, როგორც თანხლები დაავადების სინდრომი.
მეორადი დაავადების შემთხვევაში – ჰორნერის სინდრომი გვევლინება ერთ–ერთი დაავადების სიმპტომად, რაც ყველაზე ხშირად აღინიშნება.
კლასიფიკაცია ტარდება, ნერვული იმპულსის გამტარი, ნეირონული ჯაჭვების დაზიანების ხარისხის მიხედვითაც. აქედან გამომდინარე გამოიყოფა:

  • პირველი ნეირონის დაზიანება – ეს შეიძლება დაკავშირებული იყო, ზურგის ტვინის უშუალოდ განივი განშტოების დაზიანებასთან;
  • მეორე ნეირონს დაზიანება – ვითარდება სიმპატიკური ნერვზე, მზარდი სიმსივნის ზეწოლის შედეგად;
  • მესამე ნეირონის დაზიანება – დაკავშირებულია ე.წ. მამოძრავებელი ნერვული ბოჭკოების დაზიანებასთან.

გამომწვევი მიზეზები

ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბევრია, დაწყებული ნერვული სისტემის დაზიანებით, დამთავრებული თანდაყოლილი პათოლოგიებით:

  • ფიზიკური ზემოქმედება უშუალოდ მკერდის ან კისრის სიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე. ეს შეიძლება იყოს როგორც ზეწოლა, ისე უშუალო დაზიანება. ხშირად სიმპტომები ვლინდება იმ მხარეს, სადაც აღინიშნა ფიზიკური ზემოქმედება;
  • თავის ტვინის ქსოვილების დაზიანება, როგორც ლატერალური მედულარული სინდრომის შედეგი;
  • ჰორნერის სინდრომის მიზეზი შეიძლება იყოს კლასტერული თავის ტკივილი. ეს არის თავის ძალიან ძლიერი ტკივილები, რომელიც შეიგრძნობა თავის ქალის კედლებზე. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ არც თუ ისე იშვიათად არის სუიციდის შემთხვევები;
  • ტრამვული დაზიანება დაკავშირებულია კისრის მიდამოს ძლიერ დაზიანებასთან. ჰორნერის სინდრომის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს ქირურგიული დაზიანებაც. ასევე: სხვადასხვა ტიპის სიმსივნეები, ხშირად პანკოსტის სიმსივნე;
  • ჰორნერის სინდრომის მიზეზი შეიძლება იყოს ანევრიზმის გაჩენა. ხშირად ჰორნერის სინდრომი ვლინდება აორტის ანევრიზმის გადატანის შემდეგ, შუა ყურის არეში ანთებითი პროცესების გამო;
  • ნერვული სისტემის ბლოკადა. კისრის სიმპატიკური ნერვების გადაჭრის შემთხვევაში;
  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე;
  • აუტოიმუნური დაავადებები, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი.

დიაგნოსტიკა

გარდა ავადმყოფის ვიზუალური დათვალიერებისას, არსებობს დაავადების გამოსავლენი სადიაგნოსტიკო მეთოდები.

  • ამ მიზნით თვალში აწვეთებენ M–ქოლინბლოკატორებს. ამ მანიპულაციის შემდეგ, შესაძლებელია ჰორნერის სინდრომის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, ვინაიდან მისი ჩაწვეთების შემდეგ თვალის გუგები ფართოვდება. თუ გუგების რეაქცია არ შეინიშნა, მაშინ საქმე გვაქვს ჰორნერის სინდრომთან ან სხვა მიზეზებთან.
  • მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) გამოავლენს იმ თავის ტვინში წარმონაქმნებს, რამაც გამოიწვია ჰორნერის სინდრომი.

მკურნალობა

ჰორნერის სინდრომის მკურნალობა მოიცავს:

  • დაზიანებული კუნთების უშუალო ნეიროსტიმულაციას. დაზიანებულ მონაკვეთებს, ემაგრება ელექტროდები და მოკლე ელექტრონული იმპულსებით, მიმდინარეობს დაზიანებული მიდამოს სტიმულაცია. აღნიშნული პროცედურა აუმჯობესებს დაზიანებულ ადგილებში სისხლის მიმოქცევას, რამაც მომავალში შეიძლება კუნთების ფუნქციის სრული აღდგენა გამოიწვიოს;
  • პლასტიკური ქირურგია – ტარდება დაზიანული ზონების კორექცია, დისკომფორტის აღმოსაფხვრელად;
  • მედიკამენტოზური – დელიკატურად შეირჩევა სპეციალური პრეპარატები, რომელიც დაზიანებული სახის სტიმულაციას იწვევენ, მედიკამენტები არის ძალიან სპეციფიკური და მისის შერჩევა უშუალოდ სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს, დაუშვებელია თვითმკურნალობა.
  • კინეზოთერაპია – სამკურნალო ფიზიკური დატვირთვა. მეთოდის დროს გამოიყენება სხვადასხვა მასაჟები, რომელიც საშუალებას იძლევა, დაზიანებული მონაკვეთების სტიმულირებას, უშუალო ფიზიკური კონტაქტით. შედეგად აღდგება ნორმალური სისხლის მიმოქცევა.

პროფილაქტიკა

ჰორნერის სინდრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალური მკურნალობის და პროფილაქტიკის საშუალებები არ არსებობს. ხშირად ჰორნერის სინდრომი, წარმოადგენს უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომს, რომლის მიმართ, შესაბამისი მკურნალობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები ცნობილია. ჰორნერის სინდრომის დადგენა, ხშირად მიუთითებს ადამიანის ორგანიზმის სერიოზულ დარღვევს, რომელიც შეიძლება მისი სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი იყოს.

 

პროგნოზი

ჰორნერის სინდრომი, როგორც დამოუკიდებელი დაავადება არ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს. ჰორნერის სინდრომი პაციენტებში, მხოლოდ კოსმეტიკურ და ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს. ჰორნერის სინდრომი, შეიძლება მიუთითებდეს, ადამიანის ორგანიზმში არსებულ, უფრო მძიმე პათოლოგიაზე. ამიტომ მისი აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი ატარებს დამატებით გამოკვლევებს. ჩატარებული სამედიცინო კვლევები, ექიმთან ადრეული ვიზიტი და დროულად ჩატარებული სადიაგნოსტიკო ღონისძიებები, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჰორნერის სინდრომის პროგნოზს.


ჰორნერის სინდრომი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👀 ჰორნერის სინდრომის არის მიოზის, თვალის ნაპრალის შევიწროებისა და ერთი თვალის ენოფთალმის შეუღლება.
🧠 აღინიშნება იმავე მხარეს ზურგის ტვინის გვერდითი რქების დაზიანების დროს კისრის მეშვიდე და გულმკერდის პირველი მალის დონეზე, სიმპატიკური ღეროს კისრის ნაწილის, მათ შორის კავშირების და ასევე გვერდითი რქების დაღმავალი ნერვული გზების დაზიანებისას.
🔎 ჰორნერის სინდრომი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
➡️ თვალის გუგების შენელებული ადაპტაციური შესაძლებლობა;
➡️ ჰეტეროქრონია – ეს სიმპტომი თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა შეფერილობით ვლინდება ანუ თვალს აქვს სხვადასხვა ფერი;
➡️ ენოფთალმი – თვალის კაკლის ჩავარდნა;
➡️ მიოზი – გუგების არაბუნებრივი შევიწროვება, რომლის შემდეგ მისი გაფართოვება არ ხდება;
➡️ პტოზი – ზედა ქუთუთოს არაბუნებრივი ჩამოშვება, რომელიც ნორმას არ უბრუნდება, შედეგად თვალის ნაპრალი ვიწროვდება;
➡️ ანჰიდროზი – დაზიანებული ნერვის მხარეს ოფლის გამოყოფის შემცირება;
➡️ დაზიანებულ მხარეს ცრემლის გამოყოფის შემცირება;
➡️ თვალის კაკლის გარსის სიწითლე.
👉 შეიტყვეთ მეტი ჰორნერის სინდრომის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3X3qUI1
#ჰორნერისსინდრომი #რაარისჰორნერისსინდრომი #ჰორნერისსინდრომისნიშნები #ჰორნერისსინდრომისსიმპტომები #ჰორნერისსინდრომისდიაგნოსტიკა #ჰორნერისსინდრომისკლასიფიკაცია #ჰორნერისსინდრომისმკურნალობა #ჰორნერისსინდრომისპროგნოზი #ანჰიდროზი #ფტოზი #მიოზი #ჰეტეროქრონია #ენოფთალმი #თვალისსიწითლე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

წყარო: http://neurodoc.ru/diagnostika/simptomy/cindrom-bernara-gornera.html

ამაზონი ქართულად