ფსევდოპოდაგრა

ფსევდოპოდაგრა – (ბერძ. Pseudes ცრუ + პოდაგრა; სინ. პიროფოსფატური პოდაგრა) დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრების დაზიანებით და განპირობებულია მათში კალციუმის პიროფოსფატის დიჰიდრატის კრისტალების ჩალაგებით.

ისევე, როგორც პოდაგრა, ფსევდოპოდაგრაც მიეკუთვნება  მიკროკრისტალური ართრიტების ჯგუფს.

დაავადების კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს სახსრების დაზიანება. უპირატესად ზიანდება კიდურის მსხვილი სახსრები. აღინიშნება მკვეთრი ტკივილები, მოძრაობის შეზღუდვა, სახსრის შეშუპება. შემდგომში დაავადების სიმპტომები თანდათანობით გაივლის, შესაძლოა აღინიშნოს მწვავე ართრიტის რეციდივები, ხშირად ზიანდება იგივე სახსარი.

იხ. სტატიები:

  1. პოდაგრა
  2. მიკროკრისტალური ართრიტები
  3. ნიკრისის ქარი
  4. შარდმჟავას ცვლაზე მოქმედი საშუალებები

________________________

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..