შემაერთებელი ქსოვილი

შემაერთებელი ქსოვილი – (textus connectivu) მეზენქიმიდან განვითარებული ცხოველური ორგანიზმის ქსოვილი, რომელიც ასრულებს საყრდენ – მექანიკურ, ტროფიკულ, დამცველობით და რეპარაციულ ფუნქციას; შემაერთებელი ქსოვილი შეადგენს სხეულის მასის 50% – ს, წარმოქმნის საყრდენ კარკასსა და გარეთა საფარველს, არის ყველა ორგანოსა და ქსოვილის შემადგენელი ნაწილი, სისხლთან და ლიმფასთან ერთად ქმნის ორგანიზმის შიგა გარემოს, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაში.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი