წინამდებარე ჯირკვალი

წინამდებარე ჯირკვალი – 1. (prostata ბერძნ.prostates – ხელმძღვანელი, წარმდგენი) მამაკაცის სასქესო სისტემის დამატებითი ჯირკვალი, რომლის ტერმინალური ალვეოლურ – მილაკოვანი ნაწილები გამოყოფილია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ჩანაფენებითა და გლუვი კუნთოვანი ქსოვილის ძლიერი კონებით. ჯირკვლის სეკრეტი ათხიერებს სპერმას, შეიცავს ჰორმონის მსგავს პროდუქტებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  პროსტატა; მამაკაცის კენტი კუნთოვან – ჯირკვლოვანი სასქესო ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს თესლის თხევად წვენს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი