ჰიპოთალამუსი

ჰიპოთალამუსი – 1. შუა ტვინის ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები; მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან. ჰიპოთალამუსი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აგერთვე ძილის, სიფხიზლის, ემოციების მექანიზმებს.

2.  შუამდებარე ტვინის ნაწილი; წარმოადგენს ნერვული უჯრედების გროვას მრავალრიცხოვანი აფერენტული და ეფერენტული კავშირებით. მონაწილეობს წყლისა და მარილების ცვლაში, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პროცესებში.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი