ჰისტამინი

ჰისტამინი – ჰისტიდინის ამინომჟავას წარმოებული. შედის არააქტიური, შეკავშირებული სახით ცხოველებისა და ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში. მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოთავისუფლდება ალერგიული რეაქციებისას, შოკის დროს, დამწვრობისას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი