ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”
სიახლეები ლეიკემიის მკურნალობაში
ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ლეიკემიის რეციდივის პროფილაქტიკისათვის, ქიმიოთერაპიის ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ. მედიკამენტი ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კიბოს სხვა ფორმების დროსაც. ახალი წლიდან პირველი პაციენტები მონაწილეობას მიიღებენ კლინიკურ გამოკვლევაში, რომელიც ჩატარდება ლონდონის სამეფო კოლეჯში.
პრეპარატის მოქმედების არსი მდგომარეობს არა დაავადების თავიდან აცილებაში, არამედ იმაში, რომ იგი ორგანიზმის იმუნურ სისტემას ,,ასწავლის“ კიბოს უჯრედების აღმოჩენასა და მის განადგურებას.
ადამიანის ორგანიზმში ვაქცინა შეჰყავთ შემდეგნაირად: პაციენტის სისხლიდან იღებენ უჯრედებს, შეჰყავთ მათში პრეპარატი და ამის შემდეგ უჯრედებს აბრუნებენ პაციენტის ორგანიზმში.
აღებულია საიტიდან MIGnews.com
Viewed 3833 times by 1723 viewers


