მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

აღმოჩენილია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადაცემის მაბლოკირებელი მოლეკულა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსიამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც აფერხებს შიდსის გამომწვევი ვირუსის (აივ) გადაცემას, – იუწყება cybersecurity.ru.
მკვლევარები გვამცნობენ, რომ ეს პრევენციული აგენტი მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გარეგანი მალამოს სახით, სიცოცხლისათვის საშიში ვირუსით დაინფიცირების პროფილაქტიკისათვის.
მამაკაცის სათესლე სითხის პროტეინი, ანუ SEVI, – ვირუსს 100 ათასჯერ უფრო ვირულენტურს ხდის, რითაც აძლიერებს სისხლის თეთრ სხეულაკებთან აივ-ის შეკავშირებას, რაც დამანგრეველად მოქმედებს მტარებლის იმუნურ სისტემაზე.
როგორც ,,ამერიკის ხმა“ იუწყება, ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოლეკულას, რომელსაც სურფენი ეწოდება, შეუძლია შეაფერხოს SEVI -ის მოქმედება. უორნერ გრინი (გლადსტონის სახელობის ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, სან-ფრანცისკო (კალიფორნია)) გვამცნობს, რომ სურფენი, რომელიც პირველად აღწერილ იქნა 1939 წელს, წარმოადგენს იმავდროულად ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ აგენტს.
უორნერ გრინი სურფენის ამგვარ მოქმედებას ხსნის შიდსის ვირუსთან და სისხლის დაზიანებულ უჯრედებთან მოლეკულის (სურფენის) შეკავშირების უნარით.

აღებულია საიტიდან MIGnews.com

Viewed 4614 times by 2382 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri