სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

აღმოჩენილია გულის რითმის გენები

გულის რითმის გენებიმეცნიერებმა აღმაჩინეს ათზე მეტი გენი, რომლებიც ახდენენ გულის შეკუმშვების სიხშირის მოდულირებას. ამ აღმოჩენამ მომავალში შესაძლოა საფუძველი დაუდოს ახალი, ,,ჭკვიანი“ სამკურნალო პრეპარატების შექმნას, რომლებსაც წარმატებით გამოიყენებენ გულის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
მკვლვარების სამმა ჯგუფმა, რომლებიც მუშაობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, გენები აღმოაჩინეს ევროპული და ინდური წარმოშობის ათეულ ათასობით ადამიანის დნმ-ის კოდების შედარებით.
ამ გენებს მართავენ ელექტრული იმპულსებით, რომლებსაც მოქმედებაში მოჰყავთ გულის კუნთები. სპეციალიზირებული ცილებით სიგნალები გადაეცემა გულის უჯრედებს.
ადამიანებს, რომლებსაც ამ გენების სხვადასხვა კომპლექტი გააჩნიათ, შესაბამისად უფრო მეტი, ან ნაკლები ხარისხით ემუქრებათ არითმიის ან გულის რითმის სხვა დარღვევის წარმოქმნის საშიშროება, – ასე თვლიან ჟურნალ Nature Genetics განთავსებული პუბლიკაციის ავტორები.
გამოკვლევები ჩატარდა deCODE -ში (რეიკიავიკი, ისლანდია); ლონდონის სამეფო კოლეჯსა და ჰელმჰოლცის ცენტრში (მიუნხენი, გერმანია).
ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებით თითქმის 7 მილიონამდე ადამიანი იღუპება, მათგან ნახევარი გამოწვეულია გულის შეკუმშვების რითმის მკვეთრი ცვლილებებით, ე. წ. პარკუჭთა ფიბრილაციით.

აღებულია საიტიდან MIGnews.com

Viewed 2781 times by 1217 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka