სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

ტელეარხმა CNN შეაჯამა გასული წლის შედეგები და შეადგინა ჯანდაცვის სფეროში ათი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციის რეიტინგი.
1. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა
რეიტინგის ლიდერია A/H1N1 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც მეცნიერებმა შექმნეს რეკორდულად მოკლე პერიოდში. ხუთი თვე დასჭირდა ვაქცინის ორი სახეობის შექმნას – პირველი შეიცავს გრიპის არააქტიურ ვირუსს, მეორე – დასუსტებულ ცოცხალ ვირუსს. ფარმაკოლოგიური საწარმოები გეგმავენ ვაქცინის დაახლოებით სამი მილიარდი დოზის გამოშვებას წელიწადში.
2. ელექტრონული თვალი
უფრო ზუსტად, ესაა სპეციალური მიკროჩიპი, რომელიც შექმნეს მასაჩუსეტის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა. თანამედროვე ტექნოლოგიის ამ სასწაულის მეშვეობით უსინათლოები ცხადია, თვალის ჩინს ვერ დაიბრუნებენ, მაგრამ მათ შეეძლებათ დამოუკიდებელი ორიენტაცია სივრცეში, სხვათა დაუხმარებლად.
ჩიპი იმპლანტირდება თვალის კაკალში, სიგნალს კი მიიღებს სათვალეში ჩამონტაჟებული სპეციალური კამერის მეშვეობით. შემდგომში ჩიპის მიერ გადამუშავებული ინფორმაცია გადაეცემა თავის ტვინს., – წერს “Комсомольская правда в Украине”.
3. ახალი სასმენი აპარატი
როგორც ამერიკელი გამომგონებლები გვარწმუნებენ, ბოლო თაობის სმენის აპარატები პაციენტებს გაანთავისუფლებენ რიგი პრობლემებისაგან, მაგალითად, როგორიცაა ბატარეების განმუხტვა, აპარატის მოხსნა ძილის წინ ან შხაპის მიღებისას და სხვ. ახალი აპარატის ტარება მოუხსნელად შეიძლება 24 საათის განმავლობაში; მისი შეცვლა რეკომენდებულია წელიწადში 3-4-ჯერ, ხოლო ყურიდან ამოღება ხდება სპეციალური მაგნიტის მეშვეობით.
4. ხე ძვლებისათვის
იტალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მოტეხილი ძვლების რეგენერაციის ახალი მეთოდი, ხის პატარა ნაწილების გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ ხის გარკვეული ტიპებს, მაგალითად, წითელი მუხას, აქვს ღრუბლისებრი სტრუქტურა, რომელიც მოგვაგონებს ძვლის სტრუქტურას. ამგვარი ხის პატარა ფრაგმენტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის ბუნებრივი პროცესების სტიმულირებისათვის.
5. ელექტრომაგნიტური ,,შლემი“
ამგვარი შლემი დაეხმარება დეპრესიით დაავადებულ მილიონობით ადამიანს. მაგნიტური ველის მეშვეობით შლემი ზემოქმედებს თავის ტვინის ქერქის პრეფრონტალურ ნაწილზე და ახდენს თავის ტვინის ნეირონების სტიმულირებას. აშშ-ში ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ყოველდღიური 30-40 წუთიანი პროცედურის შემდეგ, პაციენტთა დაახლოებით ნახევარს აღენიშნა დაავადების სიმპტომების არსებითი შესუსტება, ხოლო პაციენტთა მესამედს – სრული გამოჯანმრთელება.
6. ანტივირუსული ბიოსახვევი
სხვა ნიღბებისაგან განხვავებით, ბიოსახვევი აბლოკირებს და ანადგურებს ჰაერში არსებულ საშიშ პათოგენურ მიკროორგანიზმებსა და ქიმიურ ნაწილაკებს, ხოცავს ან ანეიტრალებს მათ აქტივობას, ორგანიზმში მოხვედრამდე. ბიოსახვევი შექმნეს ჰონკონგელმა მეცნიერებმა.
7. ანტიბაქტერიული საღებავი
სამხრეთ დაკოტის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ხოცავს მიკროორგანიზმებს. ამგავრი მოლეკულები კომპონენტის სახით დაამატეს საღებავს და გახადეს იგი ანტიმიკრობული. ნივთიერება საუკეთესო საშუალებაა სტაციონარისშიგა სუპერინფექციების თავიდან ასაცილებლად. ანტიმიკრობული ნივთიერება თავის თვისებებს ინარჩუნებს ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ამგავრი საღებავით დაფარული ზედაპირის გაწმენდა აუცილებელია კვირაში ერთხელ.
8. ელექტრონული სტეტოსკოპი
ესაა პირველი სუპერტექნოლოგიური სტეტოსკოპი, რომელშიც გამოყენებულია Bluetooth ტექნოლოგია, კომპიუტერში ინფორმაციის გადასაცემად. სტეტოსკოპის საშუალებით გულის, ფილტვების და ორგანიზმის სხვა ცვლილებების შესახებ მონაცემები ხვდება სპეციალურ პროგრამაში, სადაც ხდება მათი დაწვრილებითი ანალიზი.
ელექტრონული სტეტოსკოპის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც უშვებს სამედიცინო აპარატურას.
9. მუხლის სახსრის იაფი პროთეზი
აპარატი, რომელიც სულ რაღაც 20 დოლარი ღირს, შექმნეს სტენფორდელმა (დიდი ბრიტანეთი) სტუდენტებმა. შედარებისათვის: სახსრისთვის საჭირო თანამედროვე პროთეზებში გამოიყენება ტიტანი, რომელიც 10 000-დან 100 000 დოლარამდე ღირს.
10. დონორის ორგანოების ტრანსპორტირების ახალი სისტემა
სპეციალური მაცივარ-კამერები, რომლებსაც აქამდე იყენებდნენ გადასანერგი ორგანოების ტრანსპორტირებისათვის, მხოლოდ 5 საათის განმავლობაში ინახავდა ორგანოებს. ამგვარი შეზღუდვა ბევრს პრობლემას უქმნიდა როგორც ექიმს, ასევე პაციენტს, რომლებიც ოპერაციისათვის მაშინვე უნდა ყოფილიყვნენ მზად, როგორც კი საჭირო ორგანო გამოჩნდებოდა.
ახალი სისტემის საშუალებით აღნიშნული ინტერვალი გაიზარდა 12 საათამდე; სისტემა ორგანოს ინახავს სითბოში და არა სიცივეში, და აწვდის მას სისხლს, ჯანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს.

აღებულია საიტიდან MIGnews.com

Viewed 2494 times by 908 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka