სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N21, იანვარი, 2010 წ.

ლობელია გაბერილი –  Lobelia inflata L.
ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

ლობელია (Lobelia), ლობელიასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. გვარში 350-მდე სახეობა შედის, მათ შორის– გაბერილი ლობელია Lobelia infata L.
მედიცინაში, მათ შორის ჰომეოპათიაში, გარდა გაბერილი ლობელიასი იყენებენ სახეობებს:
– მჯდომარეფოთოლა ლობელია L. sessilifolia Lamb.
– Lobelia dortmanna L
– ზღარბისებრი ლობელია Lobelia erinus L.

1. ზოგადი აღწერა

გაბერილი ლობელია – Lobelia inflata L., ლობელიასებრთა  -  Lobeliaceae ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. მცირედ დატოტვილი, ოთხწახნაგა, მცირედ შებუსვილი, 70 სანტიმეტრამდე სიმაღლის ღერო აქვს. ფოთლები კიდედაკბილულია, კვერცხისებრი ფორმის. ყვავილები წვრილია, ცისფერი.  ნაყოფი კოლოფია.  მცენარის ღეროებსა და ფოთლების ყუნწებში გროვდება რძისფერი წვენი.

ლობელია

2. გავრცელება

მცენარის სამშობლო ამერიკააა. გავრცელებულია ჩინეთში, იპონიაში.  აფრიკაში. უყვარს მზიანი ადგილები. კულტურაში მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის–რუსეთში.

3. ნედლეული

ნედლეულია ლობელიას ბალახი – Herba Lobeliae. ნედლეულს ამზადებენ როცა მთავარი ღერო მასიურად დაისხამს ნაყოფს. ნედლეულში გვხვდება უმწიფარი ნაყოფები, ფოთლები და ყვავილები. ბალახს აჭრიან ზედა ნაწილს,რათა გახევებული ნაწილები არ შეყვეს. აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილიაციის პირობებში.
ნედლეულს ნარკოტიკებისათვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნი აქვს,  დამზადება–შრობისას სასურველია აირწინმაღის გაკეთება, რადგან ლობელიას  მტვერი იწვევს ლორწოვანი გარსის ძლიერ გაღიზიანებას.
შხამიანი  მცენარეა!

4. ქიმიური შედგენილობა

ლობელინიძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ლობელინი.  შეიცავს აგრეთვე: ვიტამინ C-ს, ლობელანიდინს, ლობინინს, ნახშირწყლებს, ნორლობელანინს, საპონინებს, ფლავონოიდებს და სხვ.

5. მედიცინაში გამოყენება

ლობელიას ძირითადი შემადგენელი– ლობელინი იწვევს სუნთქვის ცენტრის აღგზნებას. შესაბამისად, იყენებენ ასთმის, ჰიპოქსიის, ყივანახველას, მომწამვლელი ნივთიერებების ჩასუნთქვის დროს. გამოიყენება თამბაქოს მოწევის გადაჩვევის საშუალებებშიც.

ლობელია

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
4. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
6. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
7. ქსე
8.
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 795 times by 350 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka