ხილის დიეტა

ხილის დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ მე ამას შევძლებ

ხილის დიეტა

ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხილის დიეტა. იმისათვის, რომ კვებით რაციონში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ხილი და გავაძლიეროთ ხილის დიეტა, საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:

ხილის დიეტის N1 წესი. ყოველთვის, როცა კი მოგინდებათ კალორიული ტორტის თუნდაც პატარა ნაჭრის მირთმევა, მის ნაცვლად მიიღეთ რომელიმე ხილის დესერტი; ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებ კალორიას მიიღებთ.

ხილის დიეტის N2 წესი. სახლში მუდმივად იქონიეთ ვაშლი და რაიმე ხილის ჩირი და ეცადეთ დღის განმავლობაში პერიოდულად მიიღოთ. ეს შიმშილის გრძნობას მოგიკლავთ და დაგეხმარებათ იმაში, რომ სადილი და ვახშამი შედარებით მსუბუქად გადაიაროთ.

ხილის დიეტის N3 წესი. თუკი გვიან საღამოს მოგინდათ ნაყინის მირთმევა, ნაცვლად ამისა, მიიღეთ გაყინული ხილი. გარწმუნებთ, ნაყინის

ხილის დიეტამირთმევის სურვილი ნამდვილად გაგიქრებათ.

ხილის დიეტის N4 წესი. თუკი ჩვევად გაქვთ სამსახურში დღის მანძილზე რაიმე ბუტერბროდის მირთმევა, ეცადეთ იქონიოთ გრეიპფრუტი და ჯერ ის მიირთვათ და მხოლოდ ამის შემდეგ თქვენი ბუტერბროდი (რაც ნაკლებმოსალოდნელია მოგინდეთ, ხილის მირთმევის შემდეგ). იმისათვის, რომ ამ ახალ წესზე გადასვლა გაგიიოლდეთ, თავდაპირვლად ბუტერბროდები კვლავ ატარეთ სამსახურში და თუკი აღარ მოგინდებათ, კოლეგებს გაუმასპინძლდით. ერთ თვეში გრეიპფრუტის მიღება უკვე ჩვევად გადაგექცევათ და ბუტერბროდების ტარება აღარ მოგიწევთ.

ხილის დიეტის N5 წესი. გადააქციეთ საუზმე ერთგვარ ნუგბარად, რომელსაც განსაკუთრებული სიამოვნებით მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს იოგურტი ახალი ხილის ნაჭრებით, ხილის სალათი, შვრიის ფაფა რაიმე ხილის ჩირით და ერთი ჭიქა წვენი.

ხილის დიეტის N6 წესი. თუ ნამცხვარი მოგინდათ, უარი არ თქვათ ამ სიამოვნებაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის მომზადებული უნდა იყოს ხაჭოთი, ხილით და თითქმის არ უნდა შეიცავდეს შაქარს.

ხილის დიეტის N7 წესი. სახლში, გამოსაჩენ ადილზე ყოველთვის იქონიეთ ხილით სავსე ლარნაკი და როგორც კი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მიირთვის რაიმე ხილი.


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში