დიეტა 60 წლის ზემოთ

წონის კორექციისათვის, დიეტებთან ერთად და დამოუკიდებლად, ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. მათ გასაცნობად და გამოსაწერად დააკლიკეთ ტექსტის გასწვრივ მეტობის ნიშანს >>> ……ვიბრომასაჟორი  >>> ……ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები  >>> ……ანტიცელულიტური ქილები  >>> ……ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები  >>> ……ელექტრომასაჟორები  >>> ……გასახდომი კორსეტები  >>> ……გასახდომი საუნა-შორტები  >>> ……კუნთების სტიმულატორები  >>> ……გასახდომი ჩაი   >>> ……ანტიცელულიტური სკრაბები  >>> ……ანტიცელულიტური კრემები  >>> ……ანტიცელულიტური ზეთები  >>> ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებშიhttp://www.medgeo.net/2016/05/18/wonis-koreqciis-sasualebebi/

დიეტა 60 წლის ზემოთ

6 სუპერპროდუქტი, მათთვის, ვისაც 60 შეუსრულდა

პროდუქტების შერჩევას მათი კვებითი ღირებულების მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 60 წლის ასაკის ზემოთ. არსებობს 6 ოპტიმალური პროდუქტი, რომელთა მიღება რეკომენდებულია ამ ასაკში დიეტის დანიშვნისას.

1. სელის თესლი

გამოკვლევებით დადგენილია, რომ სელის თესლი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. სელის თესლის მიღება შეიძლება როგორც დაფქვილ მდგომარეობაში, ასევე ზეთის (ცივად გამოხდილი) სახით.

მინიმალური რეკომედებული პორცია თქვენი დიეტისათვის: 1 სუფრის კოვზი დაფქვილი სელის თესლი, 40 კალორია.

2. ნუში

შეიცავს ვიტამინ E-ს, თუთიას, მაგნიუმს – ელემენტს რომელიც ძვლოვან ქსოვილს უნარჩუნებს სიმტკიცეს. ჩვეულებრივ, ადამიანი საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობით ღებულობს მაგნიუმს, ამიტომ ნუშის მიღება საკმაოდ მარტივი და მოხერხებული მეთოდია მაგნიუმის დღიური ნორმის შესავსებად.

მინიმალური რეკომენდებული პორცია თქვენი დიეტისათვის: 23 ცალი ნუში, 160 კალორია.

3. შვრია

ცნობილია, რომ მენოპაუზის შემდეგ ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი მატულობს, ამიტომ აუცილებელია სისხლში ქოლესტერინის კონტროლი. ამაში თქვენ დაგეხმარებათ შვრია.

მინიმალური რეკომენდებული პორცია თქვენი დიეტისათვის: 112 გრ, მოხარშული (დაახლოებით ერთი თეფში), 100 კალორია.

4. ხილი და ბოსტნეული

მანგო სხვა ხილისაგან გამოირჩევა ანტიოქსიდანტების, კალიუმის განსაკუთრებით მაღალი შემცველობით.  მანგო შეიცავს აგრეთვე კაროტინოიდებს, რომელიც ორგანიზმს იცავს კუნთოვანი დეგრადაციისაგან, რომელიც განსაკუთრებით ხშირი მიზეზია მოხუცებულებში მხედველობის დაქვეითებისა. შენიშვნა – კაროტინოიდები ასევე დიდი რაოდენობითაა სტაფილოში. მინიმალური რეკომენდებული პორცია თქვენი დიეტისათვის: 1 ცალი მანგო, დაახლოებით 135 კალორია.

5. შავი ქლიავის ჩირი

შავი ქლიავის ჩირი დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე (განსაკუთრებით ყაბზობის დროს). მინიმალური რეკომენდებული პორცია თქვენი დიეტისათვის: 5 ცალი ქლიავის ჩირი, 100 კალორია.

6. პომიდორი

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პომიდორში შემავალი ანტიოქსიდანტი ლიკოპენი ამცირებს კიბოს ზოგიერი ფორმის განვითარების რისკს – მკერდის, საკვერცხეების, მსხვილი ნაწლავის, წინამდებარე ჯირკვლის. აღსანიშნავია, რომ დაკონსერვებული პომიდორში ლიკოპენი მეტი რაოდენობითაა, ვიდრე ცოცხალ პომიდორში.

მინიმალური რეკომენდებული დოზა თქვენი დიეტისათვის: 50 გრ., დაახლოებით 40 კალორია.

აღებულია  http://digest.subscribe.ru/health/

____________________________________

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? გამოწერის წესები იხილეთ აქ >>>   ► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? იხილეთ აქ >>>

..