იტალიური დიეტა

წონის კორექციისათვის, დიეტებთან ერთად და დამოუკიდებლად, ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. მათ გასაცნობად და გამოსაწერად დააკლიკეთ ტექსტის გასწვრივ მეტობის ნიშანს >>>
……ვიბრომასაჟორი  >>>
……ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები  >>>
……ანტიცელულიტური ქილები  >>>
……ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები  >>>
……ელექტრომასაჟორები  >>>
……გასახდომი კორსეტები  >>>
……გასახდომი საუნა-შორტები  >>>
……კუნთების სტიმულატორები  >>>
……გასახდომი ჩაი   >>>
……ანტიცელულიტური სკრაბები  >>>
……ანტიცელულიტური კრემები  >>>
……ანტიცელულიტური ზეთები  >>>
ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებშიhttp://www.medgeo.net/2016/05/18/wonis-koreqciis-sasualebebi/

იტალიური დიეტა

ცნობილია, რომ იტალიელები მაკარონისა და სპაგეტის დიდი მოყვარულები არიან. მიუხედავად ამისა, ისინი იშვიათად უჩივიან ჭარბ წონას. მთელი საიდუმლო კი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოშია, რომელიც გამოირჩევა ხილის, ბოსტნეულის, თევზეულის სიჭარბით, ასევე ზეთისხილით, უხეშად დაფქვილი ფქვილისაგან გამომცხვარი პურით, წითელი ღვინით. მკვლევარები თვლიან, რომ სწორედ ასეთი რაციონის წყალობითაა, რომ იტალიელები გამოირჩევიან კარგი აღნაგობით, მათში შედარებით დაბალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს განვითარების რისკი.

იტალიური დიეტა შედგება 3 ეტაპისაგან: 1 ფაზა – მოსამზადებელია და გათვლილია 7 დღეზე; მე-2 ფაზა 3 დღიანია და სწორედ ამ დღეებში იკლებთ წონაში; მე-3 ფაზა – აღდგენითი და დასკვნითი, – გრძელდება 2 დღე.

1 ფაზა – მოსამზადებელი. 7 დღე ამ ფაზაში ხდება ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან და ნივთიერებათა ცვლის აღდგენა.

მენიუ:

საუზმე: 500 გრ სეზონური ხილი და 100 გრ დაბალკალორიული იოგურტი;
სადილი: 200 გრ ბრინჯი, რომელიც მოხარშულია ბოსტნეულის ბულიონში ან შერეულია 6-7 სუფრის კოვზ ვაშლის ან გოგრის პიურესთან.
ვახშამი: 500 გრ ხილი – მოთუთქული ან მოხარშული. დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 2-3 ლიტრი წყალი, შეიძლება მინერალურიც, მხოლოდ გაზგასული, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რაიმე ბალახის ჩაი. ალკოჰოლი და ყავა გამორიცხულია. მოსამზადებელ პერიოდში სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები. დილაობით – 30 წუთიანი სწრაფი სიარული, სადილის შ მდეგ – 15 წუთიანი გასეირნება. ვახშმამდე ჩაიტარეთ 45 წუთიანი ვარჯიში.

2 ფაზა – გახდომა. 3 დღე

მენიუ:

საუზმე: 100 გრ მოცვი (შეიძლება გაყინულიც), 200 გრ შვრია, 20 გრ ნუში (დაქუცმაცებული) – დავასხათ 125 გრ დაბალკალორიული იოგურტი.
სადილი: გამომცხვარი სპაგეტი – 100 გრ მოხარშული სპაგეტი, 50 გრ ქათმის ხორცი , 3 ცალი დაჭრილი პომიდორი, 50 გრ გაყინული ცერცველა, 1 კვერცხი, – დავუმატოთ მარილი და წიწაკა, ავურიოთ, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ.
ვახშამი: სალათი ანანასითა და ყველით – 80 გრ სალათის ფოთლები, ½ ტკბილი წიწაკა, 85 გრ დაკონსერვებული ანანასი და 25 გრ უცხიმო ყველი, – ავურიოთ და შევაზავოთ 50 გრ უცხიმო არაჟნით მარილი – გემოვნებით.

3 ფაზა – დასკვნითი. 2 დღე

მენიუ:

საუზმე: მოცვის დესერტი
სადილი: ქათმის ფარშირებული ხორცი – 200 გრ ქათმის გულმკერდის  ფილეში მოვათავსოთ ½ ხახვი, დავახვიოთ რულეტივით და გამოვაცხოთ ზეითუნის ზეთში. გარნირად – 100 გრ მოხარშული კარტოფილი და 20 გრ რომელიმე სხვა ბოსტნეული (მოხარშული).
ვახშამი: სალათი ანანასითა და ყველით.

აქვე გაგაცნობთ დიეტას, რომლითაც სარგებლობს ლეგენდარული სოფი ლორენი. მართალია ეს დიეტა გაცილებით მკაცრია, ვიდრე ზემოთ მოყვანილი, სამაგიეროდ გვეხმარება არა მხოლოდ ჭარბი წონის დაკლებაში არამედ სხეულს სძენს ლამაზ ფორმებს, – ამტკიცებენ დიეტოლოგები.

სოფი ლორენის დიეტა

საუზმე (დილით ადრე): უშაქრო ყავა 2 საათის შემდეგ: 100 გრ ჰოლანდიური ყველი
3 საათის შემდეგ: 100 გრ მოხარშული ხორცი 3 საათის შემდეგ: 100 გრ ბოსტნეული
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი გამოირიცხება პური; დაძინება – არაუგვიანეს 24 საათისა. დიეტა გრძელდება 10 დღე.

იხ. მთავარი გვერდი: ,,დიეტები”

_________________________________________________

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? გამოწერის წესები იხილეთ აქ >>>  
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? იხილეთ აქ >>>

..