ქართულ-ინგლისურ–რუსული კითხვარი ანამნეზის შეკრებისა და დაავადების ისტორიის შესავსებად
გადასვლა კითხვარის საწყის გვერდზე >>
სასუნთქი სისტემა | Respiratory | Дыхательная система |
ხშირად ცივდებით? | Do you often catch severe colds? | Часто ли вы простуживаетесь? |
ხშირად ავადობთ მწვავე ბრონქიტით? | Do you frequently suffer from heavy chest colds? | Вы часто страдаете острыми бронхитами? |
როცა გაციებული ხართ, ყოველთვის წოლით რეჟიმს იცავთ? | When you catch a cold, do you always have to go to bed? | Когда вы простуживаетесь, вы всегда вынуждены соблюдать постельный режим? |
ზამთარში ხშირად ცივდებით? | Do frequent colds keep you miserable all winter? | Вы часто простужаетесь зимой? |
ხშირად გაქვთ ამოხველების სურვილი? | Do you have to clear your throat frequently? | У вас часто появляется необходимость откашляться? |
გაწუხებთ მუდმივი ხველა? | Are you troubled by constant coughing? | Вас беспокоит постоянный кашель? |
ნახევლს გამოყოფთ? | Do you raise any phlegm? | У вас выделяется мокрота? |
ნახველი უხვია? | Is the sputum profuse? | Мокрота обильная? |
ყოველდღიურად რა რაოდენობის ნახველს გამოყოფთ? | How much sputum do you raise daily? | Сколько мокроты у вас выделяется ежедневно? |
ნახველის რაოდენობა იცვლება სხეულის მდგომარეობის მიხედვით? | Does the volume of the sputum depend on the position of the body? | Количество мокроты зависит от положения тела? |
დილაობით დიდი რაოდენობით ნახველს გამოყოფთ? | Do you raise much sputum in the morning? | Много ли мокроты у вас выделяется утром? |
როდისმე ამოგიფურთხებიათ სისხლი? | Have you ever spit up blood? | Вы сплевывали когда-нибудь кровь? |
როდისმე ამოგიხველიათ სისხლი? | Have you ever coughed up blood? | Вы откашливали когда-нибудь кровь? |
ღამით ოფლიანობთ? | Do you sometimes have severe soaking sweets at night? | У вас бывают иногда обильные ночные поты? |
გქონიათ ფილტვების ქრონიკული დაავადება? | Have you ever had a chronic chest condition? | У вас было хроническое заболевание легких? |
ტუბერკულოზით ყოფილხართ ავად? | Have you ever had ТВ (tuberculosis)? | Вы болели туберкулезом? |
როდისმე გიცხოვრიათ ტუბერკულოზიან ავადმყოფთან ერთად? | Did you ever live with anyone who had ТВ? | Вы жили когда-нибудь вместе с больным туберкулезом? |
როდის ჩაიტარეთ გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა? | When did you have your chest X-rayed? | Когда вам делали рентгеновское исследование грудной клетки? |
გქონიათ თივის ცხელება? | Do you get hay fever? | У вас бывает сенная лихорадка? |
ასთმით ხართ დაავადებული? | Do you suffer from asthma? | Вы страдаете астмой? |
გულ–სისხლძარღვთა სისტემა | Cardiovascular | Сердечно-сосудистая система |
როდისმე გქონიათ ქოშინი? | Have you ever been shortwinded? | У вас была когда-‘ нибудь одышка? |
ხშირად გაწუხებთ სუნთქვის გაძნელება? | Do you often have difficulty in breathing? | У вас часто бывает затрудненное дыхание? |
სხვებთან შედარებით, თქვენ უფრო მალე გიჩნდებათ ქოშინი? | Do you get out of breath long before anyone else? | Одышка появляется у вас намного раньше, чем у других? |
ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი გაქთ? | Do you have shortness of breath on exertion? | У вас бывает одышка при физическом напряжении? |
ქოშინი ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისას გიჩნდებათ? | Do you become breathless on any unusual effort? | Появляется ли у вас одышка при любом необычном физическом напряжении? |
კიბეზე ასვლისას ქოშინი გაქვთ? | Do you ever get breathless when walking upstairs? | У вас появляется одышка при подъеме по лестнице? |
მშვიდ მდგომარეობაში ქოშინი გაქვთ? | Does shortness of breath occur while you are at rest? | Одышка бывает, когда вы находитесь в покое? |
მშვიდად ჯდომისას ქოშინი გაქვთ? | Do you sometimes get out of breath just sitting still? | У вас появляется одышка, когда вы сидите спокойно? |
ქოშინი გვერდზე თუ ზურგზე წოლისას გიჩნდებათ? | Does shortness of breath occur while you are recumbent or while lying on the side? | Одышка появляется, когда вы лежите на спине или на боку? |
დასაძინებლად ბალიში გჭირდებათ? | Do you need any pillows to sleep? | Вам нужны подушки, чтобы лечь спать? |
ღამით ძილისთვის დამატებითი ბალიში გჭირდებათ? | Do you need an extra pillow at night? | Вам нужна дополнительная подушка для сна ночью? |
გაქვთ ხოლმე ტკივილი გულში ან გულმკერდში? | Do you have pains in the heart or chest? | У вас бывают боли в сердце или в груди? |
ფიზიკური დატვირთვისას როდისმე გქონიათ ტკივილი გულმკერდში? | Have you ever had a pain in your chest on exercise? | У вас появлялась когда-нибудь боль в груди при физическом напряжении? |
რამდენ ხანს გრძელდება ტკივილი? | How long does the pain last? | Как долго продолжается боль? |
რა მიმართულებით ირადირებს ტკივილი? | Where does the pain radiate? | Куда боль ирради- ирует? |
ტკივილის წარმოქმნა დაკავშირებულია საკვების მიღებასთან? | Does the pain occur in relation to meals? | Появление боли связано с приемом пищи? |
ტკივილი დაკავშირებულია სუნთქვასთან? | Does the pain have any relation with your respiration? | Появление боли связано с дыханием? |
ტიკივლი მკერდში წარმოიქმნება დახრისას, დაძაბვისას, ხველის ან დაცემინებისას? | Do you have chest pain on bending over, straining at stool, coughing or sneezing? | У вас появляется боль в груди при нагибании, натуживании при испражнении, при кашле или чихании? |
ლოგინში წოლა გიმსუბუქებთ ტკივილის? | Does rest in bed relieve the chest pain? | Отдых в постели облегчает боль в груди? |
მშვიდ მდგომარეობაში გადასვლისას ტკივილი მაშინვე ქრება? | Is the chest pain promptly relieved by rest? | Боль в груди сразу успокаивается в покое? |
გაქვთ ხოლმე გულმკერდში მოჭერის გრძნობა? | Do you have a feeling of tightness in your chest? | У вас бывает ощущение стеснения в груди? |
გაქვთ ხოლმე ტკივილი ან ზეწოლის გრძნობა მკერდის არეში? | Do you have a sense of substernal oppression or pain? | У вас бывает чувство давления или боли в области грудины? |
გაქვთ ხოლმე ისეთი შეგრძნება, თითქოს ,,გული გაჩერდა”? | Do you ever have a sensation that the heart has “stopped”? | Бывает ли у вас такое ощущение, будто сердце «остановилось»? |
გაწუხებთ გულის ფრიალი? | Are you ever troubled with palpitations of the heart? | Вас беспокоит сердцебиение? |
უჩვეულოდ გახშირებული გულისცემა როდისმე გქონიათ? | Does the heart ever beat unusually rapidly? | Сердце бьется когда-нибудь необычно быстро? |
ხშირად გაწუხებთ გულის ფრიალი უმიზეზოდ? | Are you often troubled with sudden palpitation of the heart without obvious cause? |
Вас часто беспокоит внезапное сердцебиение без видимой причины |
წვივის არეში ტკივილები გაწუხებთ? | Do you ever have pain in the back of your legs? | У вас бывает боль в икрах ног? |
გაწუხებთ ხშირი კრუნჩხვები ფეხებში? | Do you suffer from frequent cramps in your legs? | Страдаете ли вы от частых судорог в ногах? |
ფეხები გიშუპდებათ? | Do your legs ever swell? | У вас отекают ноги? |
ხშირად გიშუპდებათ კოჭები? | Are your ankles often badly swollen? | У вас часто сильно отекают лодыжки? |
ფეხსაცმლის გახდის შემდეგ ფეხებზე რჩება ჩანაჭდევები? | Does removal of the shoes leave pressure marks? | Остаются ли знаки вдавления на ногах после того как вы снимете обувь? |
ხელები ან ფეხები გიცივდებათ ცხელ ამინდშიც კი? | Do cold hands or feet trouble you even in hot weather? | Бывают ли у вас холодные руки или ноги даже в жаркую погоду? |
რა სიხშირით გაქვთ გულის შეტევები? | How often do you have heart attacks? | Как часто у вас бывают сердечные приступы? |
გულის ტკივილს ახლვას თან სახის გაფითრება, ოფლიოანობა, კიდურების გაცივება, სისუსტე, გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, ასთმა, გულისრევა, რებინება, გონების დაკარგვა? | Are the attacks of heart pain accompanied by pallor of the face, perspiration, coldness of the limbs, weakness, palpitation, disturbance of breathing, asthma, nausea, vomiting, faintness? | Сопровождается ли боль в сердце побледнением лица, потом, похолоданием конечностей, слабостью, сердцебиением, нарушением дыхания, астмой, тошнотой, рвотой, обморочным состоянием? |
მკერდის უკან ძალიან ძლიერ ტკივილს ახლავს თან აფორიაქება, მოუსვენრობა, გარდაუვალი სიკვდილის შიში? | Are the attacks of severe substernal pain accompanied by agitation, worrying, fear of impending dissolution? | Сопровождается ли очень сильная боль за грудиной тревожным состоянием,беспокойством, страхом неминуемой смерти? |
ექიმს უთქვამს თქვენთვის, რომ გულის დაავადება გაქვთ? | Has a doctor ever said you had heart trouble? | Вам говорил доктор, что у вас болезнь сердца? |
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი | Gastrointestinal | Желудочно-кишечный тракт |
კარგი მადა გაქვთ? | Do you have a good appetite? | У вас хороший аппетит? |
ყოველთვის ცუდი მადა გაქვთ? | Is your appetite always poor? | У вас всегда плохой аппетит? |
მადა არა გაქვთ? | Do you have lack of appetite? | У вас нет аппетита? |
როდის დაკარგეთ მადა? | When did you lose your appetite? | Когда вы потеряли аппетит? |
წყურვილი გაძლიერებული გაქვთ? | Do you ever have any excessive thirst? | У вас бывает чрезмерная жажда? |
მიირთმევთ კანფეტს, ან სხვა რაიმეს, კვებათა შორის პერიოდებში? | Do you usually eat sweets or other food between meals? | Обычно вы едите конфеты или другие пищевые продукты между приемами пищи? |
საკვებს გადაყლაპვისას ჩქარობთ? | Do you always gulp your food in a hurry? | Вы всегда проглатываете пищу наспех? |
გაწუხებთ კუჭის ან ნაწლავების ტკივილი? | Do you ever have any pain in your stomach or bowels? | У вас бывает боль в желудке или кишечнике? |
ტკივილის წარმოქმნა დაკავშირებულია საკვების მიღებასთან? | Does the pain have any relationship to your meals? | Появление боли связано с приемом пищи? |
საკვების მიღების შემდეგ ტკივილი გიმსუბუქდებათ ? | Is the pain relieved by the ingestion of food? | Облегчается ли боль после приема пищи? |
ღამით გაწუხებთ ტკივილი? | Does the pain bother you at night? | Беспокоит ли вас , боль ночью? |
უზმოზე გაქვთ ტკივილები? | Do you have pains on an empty stomach? | У вас бывают боли натощак? |
მშიერი ტკივილები გაქვთ? | Do you have hunger pains in the stomach? | У вас бывают голодные боли в желудке? |
ჭამის შემდეგ უჩივით ტკივილს ფერდქვეშ? | Do you have pain in the pit of the stomach after meals? | У вас бывает боль под ложечкой после приема пищи? |
გაწუხებთ სიმძიმის გრძნობა ფერდქვეშ? | Do you ever have a sensation of pressure and fullness in the pit of the stomach? | У вас бывает чувство давления и распирания под ложечкой? |
ჭამის შემდეგ მუცელის შებერილობას გრძნობთ? | Do you usually feel bloated after eating? | После еды вы чувствуете вздутие живота? |
გიძნელდებათ გაზებზე გასვლა? | Do you have difficulty in evacuating gas? | У вас затруднено отхождение газов? |
ჭამის შემდეგ ბევრს აბოყინებთ? | Do you usually belch a lot after eating? | После еды у вас бывает обильная отрыжка? |
მჟავედ ამობოყინებთ? | Do you ever have sour eructations? | У вас бывает кислая отрыжка? |
ჭამის შემდეგ გულძმარვა გაქვთ? | Do you ever have a heartburn after eating? | У вас бывает изжога после еды? |
სლოკინი გაწუხებთ? | Do you suffer from a hiccup? | Вас беспокоит икота? |
დიეტას იცავთ? | Do you watch a diet? | Вы соблюдаете диету? |
საკვებისადმი ზიზღი გაქვთ? | Do you have a distaste for food? | У вас есть отвращение к пище? |
რა საჭმელი გიყვართ? | What foods do you crave for? | К какой пище вы питаете пристрастие? |
რა საჭმელი არ გიყვართ? | What foods do you avoid? | Какую пищу вы избегаете? |
რაიმე საკვებს ვერ იტანთ? | Do you have any food that doesn’t agree with you? | У вас есть непереносимость к какой-либо пище? |
როდისმე გქონიათ გულისრევა? | Have you ever been sick at your stomach? | У вас была когда- нибудь тошнота? |
ხშირად გაწუხებთ გულისრევა? | Are you often sick at your stomach? | У вас часто бывает тошнота? |
როდისმე გქონიათ ღებინება? | Have you ever vomited? | У вас была когда- нибудь рвота? |
როდისმე გქონიათ სისხლიანი ღებინება? | Have you ever thrown up blood? | У вас была когда- нибудь кровавая рвота? |
როდისმე გქონიათ შავი ფერის განავალი? | Have you ever had a black (tarry) bowel movement? | У вас был когда-нибудь черный (дегтеобразный) стул? |
ხშირად გაქვთ ფაღარათი? | Do you often suffer from an upset stomach? | Вы часто страдаете расстройством желудка? |
ხშირად გავთ მოუნელებლობა? | Do you suffer from indigestion? | Вы страдаете несварением желудка? |
ხშირად გაქვთ თხიერი განავალი? | Do you suffer from frequent loose bowel movements? | Вы страдаете частым жидким стулом? |
ნაწლავების არასრული დაცლის შეგრძნება გაქვთ? | Do you have a sense of incomplete emptying? | У вас есть чувство неполного опорожнения кишечника? |
კუჭის უნებლიე მოქმედება გქონიათ? | Do you ever lose control of your bowels? | У вас бывают непроизвольные опорожнения кишечника? |
როდისმე გქონიათ უხვსისხლიანი ფაღარათი? | Have you ever had severe bloody diarrhea? | У вас был когда-нибудь обильный кровяной понос? |
შეკრულობა მუდმივად გაქვთ? | Do you constantly suffer from bad constipation? | Вы постоянно страдаете сильными запорами? |
ფაღარათი და შეკრულობა პერიოდული მონაცვლეობით გაქვთ? | Do you have recurrent bouts of diarrhea alternating with constipation? | У вас бывают периодические поносы, чередующиеся с запорами? |
საფაღარათოებს ღებულობთ? | Are you sometimes obligated to take laxatives? | Вы вынуждены иногда принимать слабительное? |
ოყნას ხმარობთ? | Do you ever use an enema? | Вы прибегаете к клизме? |
როდისმე გქონიათ ბუასილი? | Have you ever had piles (rectal hemorrhoids)? | У вас был когда-нибудь геморрой? |
როდისმე გაგიკეთებიათ კუჭის ამორეცხვა? | Were you ever done a stomach washing? | Вам делали когда- нибудь промывание желудка? |
როდისმე საკვებით მოწამლულხართ? | Have you ever had food poisoning? | У вас было когда- нибудь пищевое отравление? |
ნაწლავები გაწუხებთ? | Do you have any trouble with your bowels? | Вас беспокоит кишечник? |
რამდენჯერ გაქვთ კუჭის მოქმედება? | How frequently do you have bowel movements? | Как часто у вас бывает стул? |
კუჭის მოქმედება ყოველდღე გაქვთ? | Do you move your bowels every day? | У вас стул бывает каждый день? |
გიძნელდებათ კუჭში გასვლა? | Do you have difficulty in evacuation? | Вы испытываете затруднение при опорожнении кишечника? |
განავალი რა ფერისაა (ღია ყვითელი, მუქი ყავისფერი, მუქი მწვანე, წითელი, შავი, მოთეთრო, თიხისფერი, წითელი ღვინისფერი, კუპრისებრი, გაუფერულებული)? | What color is the stool (light yellow, dark brown, dark green, red, black, whitish, clay colored, burgundy red, tarry, discolored)? | Какого цвета стул (светло-желтого, темно-коричневого, темно-зеленого, красного, черного, беловатого, цвета белой глины, красного бургундского вина, дегтеобразного, обесцвеченный)? |
განავალში შეგინიშნავთ სისხლი, ლორწო, ჩირქი? | Have you ever noticed blood, mucus, pus in stools? | Вы не замечали в кале крови, слизи, гноя? |
განავლის ფორმის შეცვლა შეგინიშნავთ? | Have you noticed change in form of stool? | Вы не заметили изменение формы кала? |
გარეგნულად როგორია განავალი (გაფორმებული, მშრალი, სიგარეტისებრი, დაკლაკნილი ბოლოებით, ზონარისებრი, ქაფიანი)? | What is gross appearance of the stool (moulded and dry, cigarette shaped with twirled ends, ribbonshaped, foamy)? | Какой внешний вид кала (оформленный и сухой, папиросо-образный с закрученными концами, лентообразный, пенистый)? |
როდისმე გქონიათ ნაწლავის ჭიები? | Were you evertroubled with intestinal worms? | Вас беспокоили когда-нибудь кишечные глисты? |
ჭიები გამოდიოდნენ განავალთან? | Were worms passed out with feces? | Глисты выходили с калом? |
კუჭი მუდმივად გაწუხებთ? | Do you suffer from constant stomach trouble? | Вы страдаете постоянной болезнью желудка? |
ექიმს უთქვამს თქვენთვის, რომ კუჭის წყლული გაქვთ? | Has a doctor ever said you had stomach ulcers? | Вам говорил доктор, что у вас язва желудка? |
სიყვითლე გქონიათ? | Have you ever had jaundice (yellow eyes and skin)? | У вас была желтуха (желтые глаза и кожа)? |
როდისმე გქონიათ ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის რაიმე სერიზული დაავადება? | Have you ever had serious liver or gall bladder trouble? | У вас было серьезное заболевание печени или желчного пузыря? |
გაქვთ მუცლის ტკივილები? | Do you ever have bellyache? | У вас бывают боли в животе? |
გჭრით ხოლმე მუცელი? | Do you ever have abdominal cramping (colics)? | У вас бывают рези в животе? |