სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ

დიეტა დეპრესიის წინააღმდეგ

depressionუტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერთა ბოლო 10 წლის გამოკვლევებში მონაწილეობდა 20-დან 93 წლამდე ასაკის 1000 ქალი. გაანალიზებული იქნა ქალის ჯანმრთელობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის კავშირი მის კვებასთან, სხეულის წონასთან, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობასთან, ბავშვების ყოლასთან, კეთილდღეობის დონესთან, განათლებასთან, მავნე ჩვევებთან.
აღმოჩნდა, რომ დეპრესიულ მდგომარეობაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს კვების რაციონი. ქალების 50%-ზე მეტი, რომელთა კვების რაციონში დიდი რაოდენობით იყო ფქვილეულის ნაწარმი, პიცა, ჰამბურგერები და ჩიპსები, სხვებზე უფრო ხშირად ავადობდნენ დეპრესიით.
დეპრესიის შემთხვევები ნაკლები იყო იმ ქალებში, რომლებიც იკვბებოდნენ ბოსტნეულით, ხილით, ხორცით, თევზით.
დეპრესიის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა ქალებში, რომელთა კვების რაციონში შედიოდა მარცვლეული, კაკალი, იოგურტი და წითელი ღვინო.

აღებულია http://mignews.com/news/health/

იხ. მწვანე ჩაი – ანტიდეპრესანტი >>>

Viewed 21741 times by 7446 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka