სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

რჩევები ჰიპერტონიკებს

gipertonijaწნევის მკვეთრი ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით – ჰიპერტონიით, დისტონიით, გულის იშემიური დაავადებით, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით დაავადებული ადამიანები, აგრეთვე ინფარქტ- და ინსულტგადატანილები.
წნევის მერყეობას რთულად იტანენ ასევე კისრის ოსტეოქონდროზით, თირკმლების უკარისობით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები.
ატმოსფერული ცვლილებების ზემოქმედება სხვადასხვანაირად ვლინდება: ზოგს წნევა მაღლა ეწევა, ეწყებათ სახსრების ტეხვა და ეცემა შაქრის დონე სისხლში; ზოგს კი ეწყება თავის ტკივილი.
ზოგი მეტადაა მეტეოდამოკიდებული, ზოგი – ნაკლებად. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მოხუცები და ბავშვები. თუკი ახალგაზრდები (30 წლამდე) წნევის მერყეობას მეორე დღეს გრძნობენ, მოხუცები და ბავშვები – იმავე დღეს, ან წინადღით.
ექიმები გვირჩევენ, რომ ,,ანომალურ“ დღეებში ყურადღებით გავაკონტროლოთ წნევა. შესაძლოა არტერიული წნევა ნორმის ფარგლებში იყოს და თავის ტკივილი და ყურებში ხმაური მაინც აღინიშნებოდეს, რაც ქალაშიდა წნევის მომატებაზე მიანიშნებს. ასეთ დროს შეიძლება ვალიდოლის ან ვალოკორდინის მიღება.
ამ პერიოდში არ ღირს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ კვებას – მიუხედავად ამინდისა კვება ყოველთვის უნდა იყოს სრულფასოვანი და ბალანსირებული.

აღებულია http://mignews.com/news/health/

Viewed 1103 times by 550 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka