მოცვი ალცჰეიმერის დაავადების საწინააღმდეგოდ
მოცვის წვენის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს მეხსიერებასა და საუკეთესო საშუალებაა მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის პროფილაქტიკისათვის, – აღნიშნავენ მკვლევარები.
მოცვი შეიცავს პოლიფენოლურ ნივთიერებებს, რომლებიც ხასიათდებიან ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით; ამასთან აძლიერებენ სასიგნალო სისტემას და ანელებენ თავის ტვინში მიმდინარე დეგენერაციულ პროცესებს, – ასეთია ჟურნალ Journal of Agricultural and Food Chemistry -ში გამოქვეყნებული მონაცემები.
გამოკვლევებში მონაწილე პირების ასაკი საშუალოდ 75 წელი იყო; ისინი 12 კვირის მანძილზე, ყოველდღიურად ღებულობდნენ 2 ჭიქა მოცვის წვენს; პერიოდულად უტარდებოდათ მეხსიერების შესამოწმებელი ტესტები. დაკვირვების ქვეშ იყო კიდევ ერთი საკონტროლო ჯგუფი, რომელთაც წვენის ნაცვლად აძლევდნენ შეღებილ წყალს.
ისინი, ვინც მოცვის წვენს ღებულობდა, აღენიშნებოდათ დამახსოვრების პროცესის და მთლიანობაში მეხსიერების თანდათანობითი გაუმჯობესება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდების შემუშავებაში. ამჟამად ამ პათოლოგიით დაავადებულია 4,5 მილიონამდე ამერიკელი.
კვლევები ჩატარდა ცინცინატის უნივერსიტეტისა და ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით.
აღებულია MIGnews.com
Viewed 24079 times by 8358 viewers


