მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N21, იანვარი, 2010 წ.

ხახვი – Allium cepa L.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

1. ზოგადი აღწერა

ხახვი – Allium cepa L. ხახვისებრთა  - Alliaceae. ოჯახს მიეკუთვნება. მრავალწლოვანი ბალახია,  ღერო საყვავილე ისარს წარმოადგენს. უფოთლოა, 80 სანტiმეტრამდე სიმაღლის. ბოლოვდება სფეროსებრი მრავალყვავილიანი ყვავილედით. ყვავილები წვრილია, მომწვანო–თეთრი ფერის.
ფოთლები უშუალოდ ბოლქვიდან გამოდის,  მილისებრია, ღრუიანი, ორწყება.
ბოლქვები განლაგებულია ე.წ. ბოლქვის ძირაკზე, რომელიც დამოკლებულ ღეროს წარმოადგენს.

Allium_cepa

ნაყოფი უსწორო ფორმის სამბუდიანი კოლოფაა. თესლი წვრილია, დაკუთხვილი, შავი ფერის. ყვავილობს ივლის–აგვისტოში.

2. გავრცელება

თავიანი ხახვის ველური სახეობები აღმოჩენილი არაა. კულტურული ფორმების სამშობლოდ ჩინეთს, შუა და წინა აზიას მიიჩნევენ.
როგორც ბოსტნეულს პრაქტიკულად ყველგან აშენებენ. ცნობილია მრავალი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან მრავალი პარამეტრით განსხვავდებიან. სამედიცინო მიზნით გამოყვანილია (შერჩეულია) სპეციალური ჯიშები.

Allium_cepa2

3. ნედლეული

ნედლეულია  ხახვის ნედლი ბოლქვი – Bublus Allii cepae recens. [9]: ,,ხახვის ბოლქვი 15 სმ-მდე დიამეტრის მომრგვალო ან კვერცხისებრია. შიგნით აქვს თეთრი, მომწვანო ან მოიისფრო ხორცოვანი ქერქლები, რომლებიც გარედან დაფარულია მშრალი, მეტ-ნაკლებად მუქი ქერქლით. გემო მძაფრი-მშუშხავია, გასრესისას ჩნდება ხახვის სპეციფიკური სუნი.”
ბოლქვებს შლიან ფურცლებად, აფენენ თხელ ფენად და აშრობენALLCP-Allium_cepa_t2. სპეციალური საშრობების გარეშე ფურცლებად დაუშლელი ბოლქვის გაშრობა რთულია.

4. შემადგენლობა

ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ხახვზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ჯგუფები: C,  B1 კაროტინოიდები, C,  B1 კაროტინოიდები, S-გლიკოზიდები, ალიინი, ეთეროვნი ზეთი, ვიტამინები, მალტოზა. მეთილალიინი, პოლისაქარიდები  (10%), პროპილალიინი, პროპილმეკაპტანი და მისი სულფიდები, საქაროზა, სტეროიდულ საპონინები, ფლავონოიდები, ფრუქტოზა, ქვერცეტინი და მისი გლიკოზიდები, ციკლოალიინი.

5. მედიცინაში გამოყენება

– ამზადებენ პრეპარატ ალილჩეპს. გამოიყენება  კუჭ-ნაწლავის ატონიისას.
- ამზადებენ ნაყენს. გამოიყენება ანტისეპტიკური, ანტითრომბული, ანტილიპიდური, ჰიპოგლიკემიური დანიშნულებით. ახასიათებს მატონიზირებელი და ფიტონციდური თვისებები.
– მწვანე ხახვს სურავანდის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.

5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005

Viewed 1664 times by 1220 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri