შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა – ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ  მოვლის საშუალებები  შარდის შეუკავედლობის დროს ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

– რამდენად ხშირია შარდის შეუკავებლობა და ძირითადად რა ასაკობრივ ჯგუფებში ვხვდებით?

 შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი აწყდება ამ პრობლემას სიცოცხლის განმავლობაში.
ეს პრობლემა შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ახალგაზრდა ქალებში მშობიარობის შემდგომ ან მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, ასევე ასაკოვან ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ.
სტატისტიკის მიხედვით რეპროდუქციულ ასაკში შარდის შეუკავებლობით იტანჯება ყოველი მეხუთე, კლიმაქსის ადრეულ პერიოდში ყოველი მესამე ქალი, ხოლო 70წლის შემდეგ ყოველი მეორე ხანდაზმული ქალი.


სპეციალური ტრუსები, ქვედა თეთრეული შარდის შეუკავებლობის დროს urinary incontinence Underwear
საფენები შარდის შეუკავებლობის დროს Incontinence Bedding

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


– შარდის შეუკავებლობა რომელი ფორმები არსებობს?

  • სტრესული შარდის შეუკავებლობა – გამოწვეულია მუცლის შიდა წნევის გაზრდით. ამ დროს შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის აწევამ, სპორტით დაკავებამ, სქესობრივმა კონტაქტმა და თუნდაც ისეთმა უმნიშვნელო სტრესმა, როგორიცაა ცემინება, ხველა და სიცილი. ნორმაში ფიზიკურმა დატვირთვამ, ხველამ ან სიცილმა არ უნდა გამოიწვიოს შარდის გამოყოფა. ამაში მონაწილეობს მენჯის კუნთები და სფინქტერი. მაგრამ როდესაც ისინი სუსტდებიან, აღარ შეუძლიათ სრულად გაუმკლავდნენ თავიანთ ფუნქციებს.
  • იმპერატიული შარდის შეუკავებლობა – ხასიათდება შარდვის აუტანელი მოთხოვნილებით. ამ დროს თავის შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხანდახან ქალი რეაგირებასაც კი ვერ ასწრებს. რაც ყველაზე უცნაურია, ამ დროს შარდის ბუშტი მხოლოდ ნაწილობრივაა სავსე. იმპერატიული შარდის შეუკავებლობის მიზეზია შარდის ბუშტის ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, რაც იწვევს მომატებულ აქტივობას. სწორედ ამიტომ შარდის ბუშტში შარდის მცირე რაოდენობის არსებობის დროს უჩნდება ქალს შარდვის სურვილი.
  • იატროგენული შარდის შეუკავებლობა – ვითარდება მედიკამენტების მიღების შედეგად. როგორც წესი მედიკამენტების გვერდით ეფექტს წარმოადგენს. (მაგ. ადრენომიმეტიკები, ნებისმიერი შარდმდენი საშუალებები, ადრენობლოკატორები, ესტროგენის შემცველი ჰორმონალური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, კოლხიცინი, დამამშვიდებელი საშუალებები)

– მკურნალობის რა მეთოდს მივმართავთ შარდის შეუკევებლობის დროს?

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამ გამოიწვია და რამდენად შორსაა წასული პროცესი. მკურნალობით ძირითადად დაკავებულები არიან გინეკოლოგები. ხოლო თუ პროცესი შორს წასულია და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას უროლოგები და ქირურგები. მკურნალობაში გამოიყოფა 3 მეთოდი:

  • არამედიკამენტოზური მეთოდი – ვარჯიშები რომელიც ავარჯიშებს შარდის ბუშტს, მენჯის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები, ასევე ფიზიოტერაპია.
  • მედიკამენტოზური მეთოდი – პირველ რიგში ინიშნება სპაზმოლიტიკები და ანტიდეპრესანტები. მკურნალობისთვის ინიშნება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ადუნებენ შარდის ბუშტის კუნთებს და აქვეითებენ ნერვული სისტემიდან მომავალ იმპულსებს.
  • ქირურგიული მეთოდი – ძირითადად ოპერაციას მიმართავენ სტრესული ფორმის შარდის შეუკავებლობის დროს.

შარდის შეუკავებლობაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🚽 შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი აწყდება ამ პრობლემას სიცოცხლის განმავლობაში.
🔎 განარჩევენ შარდის შეუკავებლობის შემდეგ ფორმებს:

➡️ სტრესული შარდის შეუკავებლობა – გამოწვეულია მუცლის შიდა წნევის გაზრდით
📎 ამ დროს შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის აწევამ, სპორტით დაკავებამ, სქესობრივმა კონტაქტმა და თუნდაც ისეთმა უმნიშვნელო სტრესმა, როგორიცაა ცემინება, ხველა და სიცილი
➡️ იმპერატიული შარდის შეუკავებლობა – ხასიათდება შარდვის აუტანელი მოთხოვნილებით. ამ დროს თავის შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხანდახან ქალი რეაგირებასაც კი ვერ ასწრებს. რაც ყველაზე უცნაურია, ამ დროს შარდის ბუშტი მხოლოდ ნაწილობრივაა სავსე
📎 იმპერატიული შარდის შეუკავებლობის მიზეზია შარდის ბუშტის ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, რაც იწვევს მომატებულ აქტივობას. სწორედ ამიტომ შარდის ბუშტში შარდის მცირე რაოდენობის არსებობის დროს უჩნდება ქალს შარდვის სურვილი
➡️ იატროგენული შარდის შეუკავებლობა – ვითარდება მედიკამენტების მიღების შედეგად. როგორც წესი მედიკამენტების გვერდით ეფექტს წარმოადგენს
📎 მაგ. ადრენომიმეტიკები, ნებისმიერი შარდმდენი საშუალებები, ადრენობლოკატორები, ესტროგენის შემცველი ჰორმონალური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, კოლხიცინი, დამამშვიდებელი საშუალებები
👉 გაიგეთ მეტი შარდის შეუკავებლობის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3A8tB1n
#შარდისშეუკავებლობა #შარდისშეუკავებლობაქალებში #შარდისშეუკავებლობაღამით #შარდისშეუკავებლობისმკურნალობა #შარდისშეუკავებლობისმიზეზები #სტრესულიშარდისშეუკავებლობა #იმპერატიულიშარდისშეუკავებლობა #იატროგენულიშარდისშეუკავებლობა #შარდისშეუკავებლობისრისკფაქტორები #შარდისშეუკავებლობისნიშნები #შარდისშეუკავებლობისსიმპტომები #შარდისშეუკავებლობისდიაგნოსტიკა #შარდისშეუკავებლობისწამალი #ხშირიშარდვა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

>>  ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია