პროსტატის ადენომის მედიკამენტოზური მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის – პროსტატის ადენომის მედიკამენტოზური მკურნალობა

პროსტატის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ნაცნობია ყველა მამაკაცისათვის, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ამ დაავადების განვითარება იწყება 50 წლისათვის და დროთა განმავლობაში ნელნელა პროგრესირებს. ჰისტოლოგიურად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ვითარდება ჯირკვლის გარდამავალ ზონაში რომელიც არის განლაგებული შარდსადენი მილის ირგვლივ. ამით არის განპირობებული ის რომ ამ დაავადების ძირითადი და ყველაზე ხშირი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტს, უფრო ზუსტად მის გაძნელებას და რიგ შემთხვევაში შარდის შეკავებას. ვთქვათ რაც უფრო იზრდება ადენომა მით უფრო მატულობს მისი ზეწოლა შარდსადენ მილზე და მით უფრო გაძნელებულია მოშარდვის აქტი. აქედან გამომდინარე პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და შესაბამისად გახშირებული შარდვა.

აქედან გამომდინარე პროსტატის ადენომის მკურნალობაში გამოიყენება პრეპარატების ორი ძირითადი ჯგუფი. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება α-ბლოკერები. ამ პრეპარატების მოქმედება მდგომარეობს პროსტატის და შარდის ბუშტის ყელის გვლუვი კუნთების მოდუნებაში რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება მოშარდვის გაადვილებაში, მოშარდვის ნაკადის სიჩქარეს გაზრდაში, შარდის ბუშტის შედარებით სრულფასოვან დაცლაში. არსებობს α -ბლოკერების ორი ჯგუფი – სელექტიური და სუპერსელექტიური.

სელექტიური α ბლოკერებს გააჩნია არტერიული წნევის დაწევის ეფექტი რისი გამოყენება ხელსაყრელია მაყალი წნევისაკენ მიდრეკილ მამაკაცებში. შესაბამისად ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება განაპირობებს წნევის დამწევი პრეპარატების დოზის შემცირებას ან რიგ შემთხვევაში α ბლოკერები სავსებით საკმარისია წნევის რეგულირებისათვის. სუპერსელექტიურ α ბლოკერებს არ ახასიათებს არტერიულ წნევაზე მოქმედება.
თუ მამაკაცი α ბლოკერების მიღების დაწყების შემდეგ აღნიშნავს ჩივილების შემცირებას და კმაყოფილია მიყებული შედეგით სასურვალია პრეპარატის გაგრძელება ხანგრძლივად. α ბლოკერების მიღების პირობით უკუჩვენებას წარმოადგენს ადენომის შუა წილი, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება ნაცადი იქნას ამ პრეპარატის დაწყება და 1 თვის თავზე შედეგის შეჯამება. დაუშვებელია α ბლოკერების დანიშვნა თუ ჩვენ სახეზე გვაქვს ოპერაციული მკურნალობის პირდაპირი ჩვენებები. თუ მამაკაცი შეწყვიტავს α ბლოკერების მიღებას მას მეორე დღესვე დაუბრუნდება ჩივილები გაძნელებულ მოშარდვაზე. თუ მამაკაცს არ სურს α ბლოკერების მიღება ან გარკვეული მიზეზების გამო იძულებულია შეწყვიტოს მათი მიღება დღის წესრიგში უნდა დადგეს ოპერაციის საკითხი. ოპერაციული ჩარევა ყოველთვის უნდა განიხილებოდეს α ბლოკერების მიღების ალტერნატივათ.
პროსტატის ადენომის სამკურნალო მედიკამენტების მეორე ჯგუფს მიეკუთვნება 5 α რედუქტაზას ინჰიბიტორები. ეს პრეპარატები განაპირობებენ ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონათ გარდაქმნის შეჩერებას. დიჰიდროტესტოსტერონი აუცილებელია პროსტატის ადენომის უჯრედების აქტიური გამრავლებისათვის. შესაბამისად 5 α რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება დანაპირობებს პროსტატის ადენომის ზრდის შეჩერებას და შემდგომში ზომებში შემცირებას. ამ ეფექტის მისაღწევათ აუცილებელია ამ პრეპარატების მიღება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. მიღების ორი წლის თავზე პროსტატის ადენომა 25% მწირდება ზომაში. 5 α რედუქტაზას ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება α ბლოკერებთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს პროსტატის ადენომის გამო ოპერაციული ჩარევის სიხშირეს, ხოლო მთელ რიგ სწორად შერჩეულ შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ოპერაცია. თუ მამაკაცს არ სურს 5 α რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება ან გარკვეული მიზეზების გამო იძულებულია შეწყვიტოს მათი მიღება დღის წესრიგში უნდა დადგეს ოპერაციის საკითხი. ოპერაციული ჩარევა ყოველთვის უნდა განიხილებოდეს 5 α რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღების ალტერნატივად.
რომელი მამაკაცები დგანან შარდის შეკავების რისკის ქვეშ? მათ მიეკუთვნებიან ის მამაკაცები ვისი ადენომის წონა აღემატება 70 გრამს, მოშარდვის მაქსიმალური სიჩქარე ნაკლებია 10 მლ/წ, ნარჩენი შარდის რაოდენობა აღემატება 250 მლ, PSA > 4 ნგ/მლ. თუ მამაკაცის მონაცემები ჯდება აღნიშნულ ფარგლებში მან აუცილებლად უნდა დაიწყოს მკურნალობა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში გარდუვალია შარდის შეკავება. მას შესაძლებელია შევთავაზოდ ოპერაციული მკურნალობა ან დაუნიშნოს 5 α რედუქტაზას ინჰიბიტორების კომბინაცია α ბლოკერებთან.
ჩვენ შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა მამაკაცმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.
P.S. ოპერაციული მკურნალობის აუცილებლობის დროს ჩვენ გთავაზობთ პროსტატის ადენომას ტრანსურეთრალურ რეზექციას – ტური.