კლიმაქსი

xelaia

ქალის კლიმაქტერული ასაკი და უროლოგიური პრობლემები

სიტყვა კლიმაქსი გაგონილი აქვს ყველა ქალს, მაგრამ ყველას ჯერ არ გაუცნობიერებია თუ რა ცვლილებები მოსდევს კლიმაქტერულ პერიოდს ორგანიზმში. ეს ცვლილებები მართლაც მრავალფეროვანია და მათი სრული სურათის ახსნას მრავალი საათი დასჭირდებოდა. ნება მომეცით გავჩერდეთ იმ ცვლილებებზე რაც უხშირესად გვხვდება უროლოგის პრაქტიკაში და აიხსნება კლიმაქტერული პერიოდით. მოვიყვან რამოდენიმე დაავადებას და ნათელი მოეფინება ამ პრობლემის მასშტაბებს თანამედროვე მედიცინაში. ეს დაავადებებია: შარდის შეუკავებლობა და მისი ფორმები (შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა, ჰიპერაქტიული შარდის ბუშტი), პოსტმენოპაუზალური – კლიმაქტერული ქრონიკული ცისტიტი და ურეტრიტი, მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი.
შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა თავისი გავრცელებით არ ჩამოუარდება ესეთ დაავადებებს როგორიცაა შაქრიანი დიბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. საფრანგეტის ქალთა პოპულაციაში 70 წლისათვის ყოველ მე -10 ქალს გაკეთებული აქვს ოპერაცია შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის და უროგენიტალური პროლაფსის გამო.
შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა ვლინდება შარდის უნებლიე დაღვრით ფიზიკური დატვირთვის, დახველების, დაცემინების, სიცილის, სიარულის, სიმძიმის აწევის, სავარძლიდან ან საწოლიდან წამოდგომის დროს. ადვილი წარმოსადგენია თუ როგორ ზღუდავს აღნიშნული მოვლენები ქალის ყოველდღიურ საქმიანობას.

ალეკო ხელაია

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ძირითადი მიზეზი მდგომარეობს იმ იოგების მოსუსტებაში რომლებიც ახდენენ შარდსადენი მილის და შარდის ბუშტის ყელის ფიქსაციას ბოქვენის ძვლებთან. ამ იოგოვან-კუნთოვანი სტრუქტურების ტონუსი და შესაბამისად ადეკვატური ფუნქციონირება ირღვევა მენოპაუზის – კლიმაქსის დადგომის შემდეგ, როდესაც სისხლში მკვეთრად მცირდება სასქესო ჰორმონის – ესტროგენის რაოდენობა. ხშირ შემთხვევაში შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მძიმე მშობიარობა, მძიმე ფიზიკური შრომა, შაქრიანი დიაბეთი, ბრონქიალური ასტმა და ქრონიკული ბრონქიტი, ყაბზობა. შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: კონსერვატიული და ოპერაციული. კონსერვატიული მეთოდის არსი მდგომარეობს ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნაში საშოს სანთლების ან მალამოს სახით და შორისის კუნთების ელექტრომოისტიმულაციაში რაც ხელს უწყობს შორისის იოგოვან – კუნტოვანი აპარატის აღდგენას, უნებლიედ დაღვრილი შარდის რაოდენობის შემცირებას. აღნიშნული მიდგომა ნაჩვენებია ამ დაავადების საწყის და საშუალო ფორმების დროს. ხოლო მძიმე ფორმების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა, რომელიც მიმდინარეობს 30 წუთი და ქალი ეწერება სახლში მეორე დღესვე. ოპერაციის ეფექტურობა აღემატება 90%.
ჰიპერაქტიული შარდის ბუშტი ვლინდება მოშარდვის სურვილის უეცარი გაჩენით, რაც აიძულებს ქალს სასწრაფოდ გაეშუროს საპირფარეშოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნებლიდ ღვრის შარდს. აღნიშნული მოვლენები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და განმეორდეს ნებისმიერი რაოდენობით. Aადვილი წარმოსადგენია ჰიპერაქტიული შარდის ბუშტით დაავადებული ქალის განრიგი, რომელიც მიჯაჭვულია საპირფარეშოზე, იძულებულია შეიცვალოს სამსახური, იძულებულია შეიზღუდოს სითხის მიყება და წინასწარ ეძებოს საპირფარეშო. ეს ყველაფერი მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს, იწვევს დეპრესიას. ჰიპერაქტიული შარდის ბუშტის პიკი ემთხვევა ქალის კლიმაქტერულ პერიოდს. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა რომ უეცრად გაჩენილი მოშარდვის სურვილის დროს საპირფარეშოსაკენ გაქცეული ქალი ეცემა, რაც სამწუხაროდ ხშირად მთავრდება ძვლების მოტეხილობით. უნდა გვახსოვდეს რომ ამ დროს ხშირია ოსტეოპოროზი – ძვლების სისუსტე. ქალის ჰორმონის დანიშვნა ბევრად აუმჯობესებს ამ პრობლემასაც.
ჰიპერაქტიული შარდის ბუშტის მკურნალობა მდგომარეობს ანტიქოლინერგიული მედიკამენტების დანიშვნაში რაც განაპირობებს შარდის ბუშტის კუნთოვანი მასის მოდუნებას, იზრდება ინტერვალები მოშარდვებს შორის და მცირდება იმპერატიული ბრძანებითი მოთხოვნები მოშარდვაზე.
კლიმაქტერული – პოსტმენოპაუზალური ქრონიკული ცისტიტი ვლინდება საშარდე გზების განმეორებითი ინფექციებით. ამის მიზეზი არის ესტროგენების ნაკლოვანება, რაც განაპირობებს შარდის ბუშტის და საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიას, საშოს ნორმალური ფლორის შეცვლას. ეს ყველაფერი ხელს უწყოფს ნაწლავური ფლორის ჩაბუდებას საშოში და მის მიგრაციას შორისიდან საშარდე გზებში საშოს გავლით. შარდის ბუშტის ანთებების ხშირ გამწვავებას და პროცესის ქრონიზაციას მივყევართ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის დაზიანებამდე მის სრულ სიღრმეზე – მიკროწყლულები, ანთებითი პროცესის გავრცელებაზე უშუალოდ შარდის ბუშტის კუნთოვან შრეზე. ამ დაავადებას ეწოდება მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი – ინტერსტიციული ცისტიტი რაც ვლინდება ტკივილით შარდის ბუშტში შარდის დაგროვების დროს, ხოლო ეს აიძულებს ქალს მოშარდოს. ცოტა ხნით ტკივილი ნელდება და შემდეგ კვლავ იწყება და ესე ყოველ 15 – 20 წუთში. ამის მიზეზი არის შარდში არსებული ნივთიერებების მიერ ნერვული გაბოლოოებების ქიმიური გაღიზიანება. საბოლოო ჯამში ვითარდება შარდის ბუშტის შეჭმუხვნა, მისი მოცულობის სრული დაკარგვა. სამწუხაროდ ქალები შეცდომით მრავალ წელს კარგავენ ქრონიკული ცისტიტის მკურნალობაზე. ხშირად ეს მკურნალობა ნაკლებ ან სრულად უშედეგოა. შარდის ბუშტში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები უფრო ღრმავდება.
ჩვენ შევეცადეთ მოკლედ აღგვეწერა ის ძირითადი უროლოგიური დაავადებები რომლებიც უკავშირდება ქალის კლიმაქტერულ ასაკს. ნათლად ჩანს რომ ეს პრობლემები მოგვარებადია, მაგრამ საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას რამეთუ სრულად იქნას ალაგებული ის უამრავი ცვლილება რაც თან სდევს ქალს მისი ცხოვრების ამ პერიოდში.
ჩვენ შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა ქალბატონმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქალთა უროლოგი ალეკო ხელაია.
საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96

ალეკო ხელაია