პროსტატის კიბო

წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის ლოკალურად გავრცობილი კიბოს ოპერაციული მკურნალობა (მოყვანილი მასალები გამოქვეყნდა ევროპის უროლოგთა ასოციაციის 24-ე კონგრესზე, სტოგჰოლმი, შვედეთი)

Joniau და ავტორთა კოლექტივის მიერ (ლოვენი, ბელგია) მოყვანილია მონაცემები Pპროსტატის ლოკალურად გავრცობილი კიბოს მკურნალობის მულტიმოდალურ მკურნალობაზე მაღალი რისკის ჯგუფის მამაკაცებში (მაღალი რისკი ითვალისწინებს კლინიკურად T 3 – 4 სტადიას ან PSA>20 ნგ/მლ ან გლისონის ჯამი >8). ამ კვლევაში მოყვანილია 1431 პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფის პროსტატის კიბოთი ვისაც გაუკეთდა რადიკალური პროსტატექტომია. ოპერაციის შემდგომი პროსტატის მორფოლოგიური გამოკვლევის თანახმად ონკოლოგიური პროცესი არ ვრცელებოდა პროსტატის კაფსულის გარეთ 22,7%, ლოკალურად გავრცობილი იყო 77,3%, ლიმფური ჯირკვლების დაზიანება ინახა 21%. 5, 10 და 15 წლის შემდეგ ოკნოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტმა შეადგინა 7%, 20% და 35%. ავტორთა დასკვნების თანახმად ოპერაციული მკურნალობა (რადიკალური პროსტატექტომია) მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია მულტიმოდალური მიდგომის დროს მაღალი რისკის პროსტატის კიბოს მქონე მამაკაცებში (მულტიმოდალური მიდგომა გულისხმობს არა მარტო ოპერაციულ მკურნალობას არამედ ჰორმონალურ და სხივურ თერაპიას ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ).

Bastian და ავტორთა კოლექტივის მიერ (მიუნხენი, გერმანია) ჩატარდა მათ ხელთ არსებული რეტროსპექტიული მასალების ანალიზი რომლის დროს შეადარეს სიცოცხლის ხანგრძლივობა პროსტატის კიბოს დროს ლიმფური კვანძების დაზიანებით. შედარებული იქნა 957 პაციენტიდან შემდგარი ჯგუფი ვისაც გაუკეთდა რადიკალური პროსტატექტომია და ლიმფადენექტომია და 456 პაციენტი ვისაც ჩაუტარდა მხოლოდ ლიმფადენექტომია. 5 და 10 წლიანი საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა რადიკალური პროსტატექტომიის და ლიმფადენექტომიის შემდეგ შეადგინა 84% და 60%, ხოლო მხოლოდ ლიმფადენექტომიის შემდეგ 68 და 28% შესაბამისად.

Kuhhas და ავტორთა კოლექტივის მიერ (ვენა, ავსტრია) შესწავლილი იქნა ონკოლოგიით გამოწვევული სიკვდილიანობის პროცენტი პროსტატის კიბოს T 3 სტადიის დროს. 393 ავადმყოფს ჩაუტარდა რადიკალური პროსტატექტომია და 302 პაციენტს სხივური თერაპია. შედეგები შეჯამდა 10 წლის შემდეგ. მამაკაცებში 60 წლამდე ონკოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტმა შეადგინა 49% სხივური თერაპიის შემდეგ და 31% რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ. 60 წელს ზემოთ მამაკაცებში ონკოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტმა შეადგინა 38% სხივური თერაპიის და 23% რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ.
ჰორმონალური და სხივური მკურნალობის კომბინაცია ლოკალურად გავრცობილი პროსტატის კიბოს დროს (კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ ლანცეტში 2009 წ. სკანდინავიის ქვეყნების პროსტატის კიბოს შემსწავლელი ჯგუფის მიერ, მე-7 კვლევა)
1996 –2002 წ.წ. 875 მამაკაცი პროსტატის კიბოთი (T 3, PSA<70 ნგ/მლ,  No, Mo) გაიყო ორ ჯგუფად. 439 პაციენტს დაენიშნა ჰორმონალური მკურნალობა და 436 პაციეტს ჩაუტარდა სხივური თერაპია ჰორმონალურ მკურნალობასთან ერთად. 10 წლის შემდეგ ონკოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტმა შეადგინა 23,9% (79 მამაკაცი) ჰორმონალური მკურნალობის ჯგუფში და 11,9% (37 მამაკაცი) კომბინირებული მკურნალობის შემდეგ (როგორც წესი კომბინირებული მკურნალობა გულისხმობს ჰორმონალური მკურნალობის დაწყებას დასხივებამდე 3 ან 8 თვის განმავლობაში, შემდეგ სხივურ თერაპიას და ჰორმონალური მკურნალობის შემდგომ გაგრძელებას).
მთელი რიგი კვლევების თანახმად სხივური მკურნალობის კომბინაცია ჰორმონალური მკურნალობასთან შედარებით ეფექტურია და ნაჩვენებია მაღალი რისკის პროსტატის კიბოს დროს. შეჯამდა 10 წლის დაკვირვების შედეგები 4 თვიანი და 2 წლიანი ხანგრძლივობის ჰორმონალური მკურნალობის კომბინაცია სხივურ თერაპიასთან. მამაკაცებში გლისონის ჯამით 8 – 10 10 წლიანი საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობამ შეადგინა 31,9% 4 თვიანი ჰორმონალური მკურნალობის ჯგუფში და 45,1% 2 წლიანი ჰორმონალური მკურნალობის შემდეგ. ხოლო როდესაც შეადარეს ყველა მამაკაცი (ცალკე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების გამოყოფის გარეშე) 10 წლიანი საერთო სიცოცხლის მაჩვენებელმა შეადგინა 51,6% 4 თვიანი ჰორმონალური მკურნალობის ჯგუფში და 53,9% 2 წლიანი ჰორმონალური მკურნალობის შემდეგ (ეს განსხვავება სტატისტიკუტად არა სარწმუნოა).
ზემოთ აღნიშნულიდან ჩვენ გაგაზანით ის თანამედროვე პრინციპები რაც არის დამკვიდრებული ევროპის წამყვან კლინიკებში. გთავაზობთ ამგვარ სტანდარტებზე დაფუძნებულ მკურანალობას.
ჩვენ შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა მამაკაცმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია.