ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N6, თებერვალი, 2010 წ.
კიბოთი დაავადების 40% შემთხვევების შემცირება შესაძლებელია
კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ყოველწლიურად კიბოთი დაავადების 12 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი ადამიანები თავს დაიცავენ ინფექციებისაგან და შეძლებენ ცხოვრების წესის შეცვლას.
მეცნიერებმა დაასახელეს 9 ინფექცია, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარება.
მათ შორისაა: ადამიანის პაპილომავირუსი, B ჰეპატიტი, С ჰეპატიტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და ეპშტეინ-ბარის ვირუსი (ადამიანის ჰერპესის მე-4 ტიპის ვირუსი)
მედიკების აზრით, დროული ვაქცინაციითა და ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებით შესაძლბელია მილიონობით სიცოცხლის შენარჩუნება. ამასთან, ადამიანები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ ჯანმრთელობას და დაიცვან თავი ინფექციებისაგან, ისეთი მარტივი, მაგრამ სარწმუნო საშუალებებით, როგორებიცაა: მოწევისაგან თავის დანებება, სწორი კვება, ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა და მზეზე ყოფნის დროის შემცირება.
როგორც Сompulenta იუწყება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წელს კიბოთი გადაცვალების მიზეზი 45%-ით მოიმატებს, 2007 წელთან შედარებით.
აღებულია MIGnews.com
Viewed 3415 times by 1489 viewers


