მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

,,დიეტები”

ბოსტნეულის დიეტა

ბოსტნეულის დიეტაბოსტნეულის დიეტა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო დიეტად ითვლება და ამაში გასაოცარი არაფერია – მასში ბევრი ვიტამინი და ცოტა კალორიაა. ბოსტნეულის დიეტით წონაში დაიკლებთ 6 კილომდე და ამასთან თავს მშვენივრად იგრძნობთ.
სპეციალისტები თვლიან, რომ ბოსტნეულის დიეტა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ნაწლავების დისფუნქციისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის საუკეთესო პროფილაქტიკაა.
ერთი თვის განმავლობაში (უფრო დიდხანს დიეტოლოგები არ გვირჩევენ) ბოსტნეულის დიეტის დაცვით, წონაში დაიკლებთ 2-დან 6 კილოგრამამდე.
მთავარი ამ დიეტის დროს ისაა, რომ ყოველდღიურად უნდა მიირთვათ დაახლოებით 1,5 კგ ნებისმიერი ბოსტნეული – კიტრი, პომიდორი, სტაფილო და ჭარხალი, კარტოფილი, კომბოსტო, ტკბილი წიწაკა, სალათა, ყაბაყი, ბროკოლი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, გოგრა, ლობიო, მწვანე ბარდა, ნიახური, ოხრახუში. შეიძლება მათი გამოყენება სხვადასხვა სალათებში, მსუბუქ სუფებსა და წვენებში.
კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ მენიუს გამრავალფეროვნება უცხიმო რძით, ხაჭოთი, იოგურტით ან კეფირით.
საკვები უნდა მიიღოთ დღეში 4-5-ჯერ, დაახლოებით 3 საათიანი ინტერვალებით; წყალი – 10-12 ჭიქა, ან უშაქრო მწვანე ჩაი.

ბოსტნეულის დიეტის 1 ვარიანტი (მკაცრი):

საუზმე: სალათა – გახეხილ სტაფილოს შევურევთ შვრიისა და სიმინდის ბურბუშელას, დავასხმათ უცხიმო იოგურტს.
მეორე საუზმე: კიტრი
სადილი: ნებისმიერი ბოსტნეულისაგან მომზადებული სალათა, მაგალითად – მწვანე სალათა და 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, ზეთი ან არაჟანი, ჭვავის პურის ნაჭერი.
სამხარი: წითელი ბულგარული წიწაკა.
ვახშამი: ნებისმიერი ბოსტნეულის სალათა ზეთით.

რამდენი კილოგრამი დაიკელით ამ დიეტით?

View Results

Loading ... Loading ...

ბოსტნეულის დიეტის 1 ვარიანტი (შედარებით მსუბუქი):

საუზმე: ½ ბრიკეტი ხაჭო (125 გ), ბოსტნეულის სალათა, 1-2 ნაჭერი პური, ჩაი ან ყავა.
მეორე საუზმე: 1-2 ცალი რაიმე ხილი და მწვანე ბოსტნეული (ბულგარული წიწაკა, კიტრი)
სადილი: უცხიმო სუფი, ინდაურის წითელი ხორცი, საქონლის მჭლე ხორცი. 2 კვირაში ერთხელ შეიძლება მიირთვათ ტაფაზე შემწვარი ღვიძლი (მინიმალურად უცხიმო), გარნირად – 3 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა და ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: 1-2 ცალი ნებისმიერი ხილი, ნაკლებცხიმიანი იოგურტი, 1-2 ნაჭერი პური, ნებისმიერი ბოსტნეული 1 ჩაის კოვზი ზეთის დამატებით, 125 გრ ხაჭო.

რამდენი კილოგრამი დაიკელით ამ დიეტით?

View Results

Loading ... Loading ...

 

Viewed 5436 times by 3277 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri