დიასპორის გაზეთები და ჟურნალები უცხოეთში

გადასვლა მთავარ გვერდზე

თურქეთი

1. ჟურნალი „ფიროსმანი“ – გამოდის თურქეთში, რედაქტორი მწერალი ფარნა ჩილაშვილი (ფაჰრედინ ჩილოღლუ)
http://www.chveneburi.net/tr/default.asp?bpgpid=1819&pg=1

2. ჟურნალი „ჩვენებური” – თურქეთის ქართველობის პირველი ბეჭდური ორგანოს ჟურნალ „ჩვენებურის” გამოცემა დაიწყო 1977 წელს, შვედეთში, ქ. სტოქჰოლმში, ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქის აჰმეთ ოზქანის (მელაშვილი) ძალისხმევით. ჟურნალის გამოცემა დროებით შეწყდა ახმედ ოზქანის დაღუპვის შემდეგ. 1993 წელს ქ. ბურსაში, განახლდა ჟურნალის გამოცემა. ჟურნალს, ამჟამად ხელმძღვანელობს ოსმან ნური მერჯანი (იმედაშვილი).

ლაზების პერიოდული გამოცემები

1. ლაზური ჟურნალი ლაზური ამბერეფე “ლაზური ამბები”– დააფუძნეს 1992 წელს გერმანიაში მყოფმა ლაზებმა.

2. თურქულენოვანი ჟურნალი, რომელსაც ლაზები გამოსცემდნენ ლაზური შეგონებით: ოგნი სკანი ნენა “იცოდე შენი ენა” – გამოდის 1993 წლის ნოემბრიდან თურქეთში. გამოვიდა სულ 6 ნომერი.

3. ლაზებურა “ლაზებრივი–ჩვენებური” – გამოსცემს გერმანიის ქ. დორტმუნდის კულტურული ცენტრი 1998 წლიდან. გამომცემელი სელმა კოჩივა.

4. სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი – Kafkazya Yazilar (კავკასიური ჩანაწერები) – გამოსცემს ითურქეთში გამომცემლობა Ģiviyazilar-ი 1997 წლიდან. http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=64&info_id=185

ინგლისი

1. ჟურნალი „თანამემამულე“ – გამოდის ინგლისში, რედაქტორი ზაზა მესხი   http://tanamemamule.eu

საბერძნეთი

1. გაზეთი „ელადა“ – გამოდის საბერძნეთში. რედაქტორი ანა ყურშავიშვილი

2. ქართული საზოგადოებრივი ჟურნალი “ივერია” – გამოიცემა ქ. თესალონიკში

3. გაზეთი “საქართველო” – 2004 წლიდან გამოსცემს თესალონიკის ქართული საზოგადოება “საქართველო”

4. ალმანახი “ემიგრანტი ქალი” – 2006 წლიდან პერიოდულად გამოსცემს ქალთა ორგანიზაცია “საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი”.

5. საბერძნეთში გამოიცემა ქართული ახალგაზრდული ჟურნალი ”თაობა” http://georgia-ellada.ucoz.com/dir/3

სომხეთი

1. გაზეთი „ივერია“ – გამოდის სომხეთში, რედაქტორი ნაირა ჭოველიძე

2. გაზეთი „ვრასთანი” (საქართველო) – გამოდის როგორც სომხეთში, ისე საქართველოში საბიუჯეტო სახსრებით. საქართველოში გაზეთი კანკუთვნილია სომხებისთვის, ხოლო სომხეთში – ქართველებისთვის.

აშშ

1. გაზეთი “მამული” – 5 წელია გამოდის აშშ–ში დამფუძნებელი და რედაქტორ-გამომცემელია მანუჩარ კაჩახიძე. საქართველოში გაზეთ “მამულს” წარმოადგენს საგამომცემლო სახლი “ასავალ-დასავალი” ლაშა ნადარეიშვილის პატრონაჟით. http://www.mamuli.com

2. გაზეთი “ერთობა” – გამოიცემა ფილადელფიაში, რედაქტორ-გამომცემელი: ნუკრი მუმლაძე,  www.gazetiertoba.com

3. “თბილისი – New York” – კომპანია “საქართველოს საერთაშორისო პრესის” მიერ 2008 წელს დაფუძნებული ყოველთვიური გაზეთი მთ. რედაქტორი: მაია ერისთავი. აშშ-ში მისი ოფიციალური წარმომადგენელია – თამარ ფრანგიშვილი.

4. გაზეთი „ერთობა“ – წელიწადზე მეტია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ამერიკულ-ქართული გაზეთი “ერთობა” გამოიცემა.

5. გაზეთი ,,დავითის ფარი” – აშშ. ნიუ-იორკი, გამოსცემენ ქართველი ებრაელები. რედაქტორი მიხეილ წიწუაშვილი

6. „თბილისელები“ – გაზეთი გამოდის ნიუ–იორკში. გამოსცემენ ქართველი ებრაელები, რედაქტორი მიხეილ წიწუაშვილი .

გერმანია

1. გერმანულენოვანი გაზეთი „ein Blick Georgien” – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოსცა გერმანულ-კავკასიურმა საზოგადოება „ლილემ”. მთავარი რედაქტორი – მარიკა ლაფაური-ბურკი.
http://www.georgien-nachrichten.de/index.php?cmd=blick

2. გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართულენოვანი ჟურნალი „ქართული” – გამოდის 2005 წლის ოქრომბრიდან. ჟურნალის შეძენა შესაძლებალია მიუნჰენის, შტუტგარტისა და შტრასბურგის ეკლესიებში. შესაძლებელია მისი გამოწერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
მთავარი რედაქტორი – ნინო ხაბელაშვილი.
http://www.satvistomo.com/GEORGIAN/jurnali.htm

3. ბილეფელდის გერმანულ-ქართული საზოგადოება გამოსცემს ქართულენოვან გაზეთს „ახალი ივერია”. რედაქტორი და გამომცემელი- ჯიმშერ ბედიანაშვილი.  http://www.georgien-nachrichten.de/index.php?cmd=achali

4. ბერლინის ქართული საზოგადოება გამოსცემს ძირითადად გერმანულენოვან ცნობის ფურცელს – „Mitteilungsblatt”. – ცნობის ფურცელი არსებობს 1992 წლიდან და დღემდე გამოქვეყნდა 93 გამოცემა. წლიურად იბეჭდება 6 გამოცემა, დაახლოებით 400-მდე ეგზემპლარი. მისი გამოწერა შეიძლება საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნიდან, ასევე შეიძლება გადაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.  http://www.bggev.de/publik.html

5. „გეორგიკა“ _ ჟურნალი, გამოდის ბერლინში რედაქტორი ირმა ბერჩიედ–ქიმერიძე. http://www.georgisch.com/index.php………

ისრაელი

1. ქართულენოვანი გაზეთი “ალია საქართველოდან” – დაარსებულია 1973 წელს.

უკრაინა

1. ჟურნალი „საქართველო” – ბესო შამუგია . http://iberieli.org

ნიდერლანდები

1. ჟურნალი “დიასპორა” და “ემიგრანტი”. www.geo-diaspora.nl

კანადა

1. რადიო “მამული” – არის პირველი და ერთადერთი ქართული საინფორმაციო რადიოსადგური კანადაში. 2005 წლის 5 მარტს ტორონტოში დიაპაზონის 1430 მეგაჰერც სიხშირის ტალღაზე ქართული რადიო ეთერში პირველად გავიდა. ქართული რადიო ყოველ კვირა საღამოს 11 საათიდან 12 საათამდე მაუწყებლობს. 2006 წლის იანვრიდან რადიო “მამულმა” კანადის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში – ვანკუვერშიც დაიწყო მაუწყებლობა. გადაცემა ყოველ ხუთშაბათს დიაპაზონის 1470 მეგაჰერც სიხშირის ტალღაზე საღამოს 7 საათიდან 8 საათამდე მიმდინარეობს.

ქართული დიასპორის ელექტრონული ჟურნალ-გაზეთები

ქართული სული ამერიკაში. www.mamuli.com
 
ჟურნალი “ქართული” – გერმანიის ქართული სათვისტომოს ორგანო
ქართულ-უკრაინული ჟურნალ-გაზეთი ”საქართველო”

მედია საშუალებები დიასპორისთვის

ელექტრონული ჟურნალი „დიასპორის მაცნე“ – პროექტის ავტორი და რედაქტორი ქეთევან ქურდოვანიძე.
http://diaspora.ge/files/dia_jurn_raph/index_4.html