სეკურინეგა ნახევრადბუჩქისებრი – Securinega suffruticosa (Pall.) Rehd
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
1. ზოგადი აღწერა
ნახევრადბუჩქისებრი სეკურინეგა – Securinega suffruticosa (Pall.) Rehd, რძიანასებრთა – Euphorbiaceae ოჯახის ბუჩქოვანი ან ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა.

სამ მერტამდე სიმაღლის იზრდება. ქერქი ძველ ტოტებზე რუხი, ხოლო ახალფაზრდებზე– ღია მწვანე აქვს. ზედა ნაწილში ტოტები ძლიერ იტოტება და ცოცხის სტრუქტურას ქმნის. ფოთლები წვრილია, მორიგეობითი, მთლიანი, შიშველი, ელიფსური ან ოვალური ფორმის, ღია მწვანე, სიგრძით 1,5—7 სმ. სიგანით კი 0,6—3,5 სმ., მთლიანი ან დაკბილული კიდეებითა და მცირე ზომის, ტყავისებრი თანაფოთლით.
ყვავილები ფოთლების უბეებში განლაგებული, ერთსქესიანია, მომწვანო-ყვითელი ან მწვანე ფერის. აქვს მარტივი ჯამისებრი ყვავილსაფარი. მდედრობითი ყვავილები კონებაა თავმოყრილი. ყვავის ივნის–ივლისში.ნაყოფი მწიფდება სექტემბერ–ოქტომბერში.
ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია 6 თესლით. თესლები გლუვია, ბლაგვ–სამწახნაგოვანი, თხელი კანით ,2 მმ–მდე სიგრძის.

2. გავრცელება
ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ სეკურინეგა ხარობს მანჯურიის ტიპის ტყეებში. მანჯურიული ტიპის ტყეებს უწოდებენ, მშრალ, ქვიან ფეროდობებზე გავრცელებულ, ნათელ ტყეებს. გავრცელებულია რუსეთში (ციმბირში, ბაიკალის, ხაბაროვსკის, პრიმორიეს მხარეში), მონგოლეთში, ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში.
საქართველოში ბუნებრივად არ ხარობს, მაგრამ მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში
ხელოვნურად ყოფილა გაშენებული აღმოსავლეთ საქართველოში. [9]–ს თანახმად თბილისის პირობებში კულტივირებილი სეკურინეგას ფოთლებში ალკალოიდების შემცველობა 0,41% აღმოჩნდა, ყვავილებში კი – 0,42%.
პლანტაციები არსებობს ჩრდილოეთ კავკასიასა და მოლდოვაში. სანერგე–სასელექციო სადგური არის პოდმოსკოვიეში.

3.ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია სეკურინეგას ყლოტი – Cormus Securinegae. ყლორტებს აჭრიან ივნისიდან–სექტემბრამდე. ყლორტს არ უნდა ქონდეს გახევებული ნაწილები. ნედლეულში გვხვდება ფოთლები, კოკრები, ყვავილები ან ნაყოფები რომლებიც მოჭრილ ყლორტზე იყო. აშრობენ ჰაერზე.
4. ქიმიური შედგენილობა
მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდებს: ფოთლებში მათი რაოდენობა — 0,38%—0,8%, ყლორტებში–0,19%–მდე.

ყველაზე უკეთ შესწავლილია სეკურინინი. იგი სტრიქინინის ფარმაკოლოგიურ ანალოგად ითვლება. ვივთიერებათა მონაცემტა ბაზაში სეკურინეგაზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები:
ალოსეკურინინი, ამინომჟავები, დიჰიდროსეკურინინი, კატექინები,ლიმონის მჟავა, მთრთილავი ნივთიერებები.რუტინი, სეკურუინოლი – A, B, C; სუფრუტიკოლინი, სუფრუტიკონინი, ღვინის მჟავა,კრახმალი, არგინინი, გლუტამინი, ანალინი, პროლინი, γ-ამინოზეთოვანი მჟავა, თიროზინი, ვალინი, ლეიცინი და სხვა.

5. მედიცინაში გამოყენება
მისაგან ამზადებენ სეკურინინის ნიტრატის საინექციო ხსნარს, რომელიც გამოიყენება როგორც ნერვული სისტემის აღმგზნები საშუალება. ხმარობენ ნევრასთენიის, დამბლის, პოლიომიელიტის შემდგომ პერიოდში. აქვს სტრიქნინის მსგავსი მოქმედება; ინახება A სიით
ლიტერატურა:
8. ქსე9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. Лекарственные растения СССР и их использование, А. Д. Турова, Э. Н. Сапожникова. — М: Издательство «Медицина», 1974; М: Издательство «Медицина», 1982 с изменениями. — 288 с.
11.А.Ф.Гаммерман, Г.Н.Кадаев, А.А.Яценко-Хмелевский “Лекарственные растения”, -М, “Высшая школа”, 1983, стр.151-152.
Viewed 603 times by 277 viewers


