დიეტები სხეულის სხვადასხვა ნაწილებისათვის
დიეტა დაგეხმარებათ, რათა თქვენი მუცელი იყოს ბრტყელი და მკვრივი. დგომისა და წოლის დროს ის ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს. პირველ რიგში კვების რაციონიდან გამორიცხეთ მარილი და შეამცირეთ ისეთი პროდუქტების მოხმარება, რომლებიც ზრდიან მუცელს – თეთრი პური, ბისკვიტი, ნამცხვარი. ეცადეთ, რომ საკვები მიიღოთ რეგულარულად, მცირე ულუფებით. რაციონში საკმარისად უნდა იყოს ფორთოხალი, ლიმონის წვენი, სალათა. დალიეთ ნაკლები ყავა, მაგრამ მეტი – წყალი.
საუზმე – (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი):
ა) 1 ჭიქა დიეტური იოგურტი, 1 ცალი ფორთოხალი;
ბ) 1 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი პური
სადილი: 250 გ ქათმის ხორცი (კანგაცლილი) ან თევზი, შერეული სალათა
ვახშამი: გრილზე მომზადებული 1 ბიფშტექსი, 75 გ მოხარშული ლობიო, 1 ცალი ფორთოხალი.
სადილი და ვახშამი შეგიძლიათ შეუნაცვლოთ ერთმანეთს.
წასაუზმება (დღეში 2-ჯერ) – 1 ცალი შოკოლადის ბატონი, უცხიმო სუფი.
ვარჯიში: დაჯექით სკამზე; ზურგი გაასწორეთ. მუხლები გაწიეთ, ფეხისგულები მიაბჯინეთ იატაკს. ხელები გაჭიმეთ წინ, ნიკაპი დაუშვით, ამოისუნთქეთ, დაჭიმეთ მუცლის კუნთები და ნელა დაიხარეთ იატაკისკენ. ჩაისუნთქეთ, ამოისუთქეთ და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. ვარჯიში გაიმეორეთ 5-ჯერ და თანდათანობით გაზარდეთ ნორმა.
Viewed 22777 times by 10996 viewers


