სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N6, თებერვალი, 2010 წ.

მცენარეში აღმოჩენილია სასქესო ჰორმონი

პროჟესტერონიუჩვეულო აღმოჩენა გააკეთეს ბიოლოგებმა: მათ დაადგინეს რომ მცენარე შეიცავს ქალის სასქესო ჰორმონს – პროჟესტერონს. აქამდე ითვლებოდა, რომ ქალისა და მამაკაცის სტეროიდული ჰორმონები ცხოველური წარმოშობისაა, – წერს cybersecurity.ru. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სასქესო ჰორმონი შედის ინგლისური კაკლის ფოთლების შემადგენლობაში.
ცხოველებსა და ადამიანებში ეს ჰორმონი გამომუშავდება საკვერცხეებში;  ჰორმონი ამზადებს ქალის ორგანიზმს ორსულობისათვის და ამასთანავე მართავს ორსულობის პროცესს. ჰორმონის სინთეზური ანალოგი – პროგესტინი, გამოიყენება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დასამზადებლად.
გვიდო პაულის აზრით (ვაშინგტონის უნივერსიტეტი), ეს აღმოჩენა მიანიშნებს იმაზე, რომ პროჟესტერონი უძველესი ბიოლოგიური რეგულატორია, რომელიც შესაძლეელია არსებობდა ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ ცხოველების გამოჩენამდე.

აღებულია MIGnews.com

Viewed 1508 times by 722 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka