დიასპორები უცხოეთში – აშშ

გადასვლა მთავარ გვერდზე

1. “საქართველოს ასოციაცია”
“საქართველოს ასოციაცია” -“Georgian Association”, რომელიც 1932 წელს დააარსა ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრმა. ასოციაციას ხელმძღვანელობდნენ თავადი გიორგი მაჩაბელი და პავლე კვარაცხელია, რომელიც სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე იყო. გიორგი მაჩაბელი პარფიუმერული ფირმის “Prince Machabeli” – ს დამაარსებელი მილიონერი იყო. დღეს ასოციაციას ბ-ნი მამუკა წერეთელი ხელმძღვანელობს, სათაო ოფისი, კოლუმბიის ოლქში, ვაშინგტონში მდებარეობს. “საქართველოს ასოციაციის” წარმომადგენლობა ნიუ იორკშიც არის, რომელსაც სათავეში ბ-ნი შალვა სარუხანიშვილი უდგას. აღმასრულებელი დირექტორია – მაკა გაბელია.

2. “ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო”
“ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო”-ს (America-Georgia Business Council, http://www.agbdc.com) აღმასრულებელი დირექტორია მამუკა წერეთელი. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვასა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას.

3. “ამირანი”
ნიუ იორკის საზოგადოება “ამირანი”– ხელმძღვანელობს ქ-ბ ელისო წიკლაური, ძირითადად, ეწევა სამეცნიერო და კულტურულ საქმიანობას.

4. “თვისტომი”
ნიუ იორკის დიასპორულ გაერთიანება “თვისტომს” ნიკოლოზ ჩხეიძე, ხელმძღვანელობს. ნიკოლოზ ჩხეიძეს აგრეთვე შექმნილი აქვს სამედიცინო მომსახურების ფირმა, სადაც ქართველებს ფაქტიურად სიმბოლიურ ფასად და ხშირად უფასოდაც კი მკურნალობენ.

5. “გელანი”
ქართული ორგანიზაცია საპროდიუსერო ცენტრი – “გელანი” – ფუნქციონირებს ქუინსში. მას გელა და ნიკოლოზ გელაშვილები ხელმძღვანელობენ. მათი ვებ-გვერდია: http://www.gelanyusa.com/, სადაც ფუნქციონირებს ქართული რადიო.
ისინი დიდ ეროვნულ საქმეს უდგანან სათავეში – “ქართული რთველი ამერიკაში”, ლანკასტერში, პენსილვანიის შტატში უკვე ორჯერ ჩატარდა. ყურძნის დაკრეფა-დაწურვაში ქართველებთან ერთად ამერიკელებიც სიამოვნებით მონაწილეობენ.

6. ,,კვალი”
ქართული სათვისტომო ,,კვალი”–თავმჯდომარე შოთა ვაშაკიძე, რომელიც 25 წელია აშშ-ში მოღვაწეობს. . კოორდინირებას უწევს ქართველ მეცნიერებს და ხელს უწყობს საქართველოსთან კავშირის დამყარებაში. http://www.kvali.com;

7. “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”
ასოციაცია: “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”-ს (” American Friends of Georgia”), თავმჯდომარეა – ბატონი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი.
(სიკო სიდამონ-ერისთავი აშშ-ში 1921 წ. ჩავიდა. ქართველებთან ერთად ჩრდ. კავკასიელები შემოიკრიბა და 1937 წელს კავკასიური საზოგადოება “ალავერდი” დაარსა.

8. “ქართული კულტურული ჯგუფი”
“ქართული კულტურული ჯგუფი”-ის (“The Georgian Cultural Group”), პრეზიდენტია იაკობ (იაშა) მიხელსონ-შამელაშვილი. საპროდიუსერო/კინო ჯგუფი. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
www. georgianla.com; www.kinogeorgia.com

ქართულ-ინგლისურ ენოვანი ვებ-გვერდები:

1. “ბაბაჯანა” – www.babajana.com

2. “გოგაგგგ” (პროვაიდერული ვებ-დიზაინი, ჰოსტინგი) – www.gogaggg.com

3. “დესპანი” – www.despani.com

4. ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი აშშ-სა და კანადაში http://www.gelanyusa.com/emigrant.html
“მომსახურება 24 სთ, 7 დღე, ყველა შტატში ინდივიდუალურად და ფოსტით, სახლში მომსახურებით”.
3070 Brighton 1st Street, Brooklyn, NY, 11235, USA

განათლება
ნიუ-იურკში მოქმედებს კორპორაციასთან “გრაალი-ქართული სახლი ნიუ-იურკში” არსებული ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ქართულ ენას, ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას სწავლობს 60-მდე ბავშვი.
graali@ymail.com

ეკლესია

მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) დაინიშნა აშშ-ში და კანადაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსად. ამჟამად ნიუ იორკში – მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი) სწირავს.

ქართული ეკლესიის ასაშენებლად თანხა გროვდება. მრევლი, ძირითადად, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იკრიბება.

პირველი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნიუ-იორკში 2003 წლის 28 აგვისტოს დაარსდა.

ვაშინგტონში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, დეკანოზი მამა მიქაელი (ფოფხაძე) სწირავს. წირვა ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე მიმდინარეობს.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის ქართული მრევლის ვებ-გვერდი: http://mrevli.org

ქართული დაწესებულებები

ამერიკის შტატებში ფუნქციონირებს რამდენიმე ქართული რესტორანი და სხვა სახის დაწესებულება:

რესტორანი “თბილისი”
811 Kings Hwy, Brooklyn, NY 11223
Tel: 718-382-6485
რესტორანი “საქართველო 21”
414 Brighton Beach ave, Brooklyn, NY 11235
Tel: 718-332-4600
ქართული პური (თონე)
265 Neptune Ave, Brooklyn, NY 11235
Tel: 718-332-8082
თბილისური ქარვასლა
1593 Rt 22 West, Watchung, NJ 07060
Tel: 347-409-7612

ახალმა ქართულმა სერვისმა www.kostaia.com – წარმატებით დაიმკვიდრა თავი საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებისათვის შეთავაზებული პროდუქტებისა და ინოვაციური მომსახურებების სინთეზით. თბილისში მათი წარმომადგენელია – მარიამ ხუციშვილი.
2008 წლის 10 აგვისტოს შეიქმნა ვებგვერდი http://thewaringeorgia.com/