სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

,,დიეტები

დიეტები სხეულის სხვადასხვა ნაწილებისათვის

კვებითი რაციონიდან ამოიღეთ შოკოლადი და პუდინგი, მიიღეთ მეტი წყალი და ახალი ხილი.

საუზმე (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი)

ა) საშუალო ზომის ნესვის ნახევარი, 100 გ ყველი
ბ) 25 გ დაუმტკბარი ბურბუშელა, 1 ცალი ვაშლი.

სადილი (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი)

ა) საშუალო ზომის ნესვის ნახევარი, 150 გ თევზი (გრილზე მომზადებული), ბროკოლი, კომბოსტო.
ბ) უხეშად დაფქვილი ფსქვილისაგან დამზადებული პურის ორი ნაჭერი, დაბალკალორიული ბოსტნეულისაგან მომზადებული სალათა, 50 გ ქათმის ხორცი (კანგაცლილი), 35 გ დაბალკალორიული ყველი.

ვახშამი (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი)

წელის დიეტაა) 125 გ ნაკლებცხიმიანი სტეიკი (გრილზე მომზადებული), 50 გ ბარდა, მოშუშული პომიდორი
ბ) 75 გ ცივად მოხარშული ხორცი (ნებისმიერი), შერეული სალათა
გ) 125 გ დაბეგვილი, გრილზე მომზადებული ღორის ხორცი, შერეული სალათა.

ვარჯიში: იმისათვის რომ გქონდეთ ლამაზი წელი, ყველაზე უკეთ ამაში ცეკვა დაგეხმარებათ. გარდა ამისა, რეკომენდებულია შემდეგი ვარჯიში: ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხელები დაიწყვეთ კეფაზე. გადადაიხარეთ წინ და მარჯვენა იდაყვით შეეხეთ მარცხენა მუხლს. გასწორდით და კვლავ დაიხარეთ, ისე, რომ მარცხენა იდაყვით შეეხოთ მარჯვენა მუხლს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ.

 

Viewed 17356 times by 8092 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka