სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

,,დიეტები

დიეტები სხეულის სხვადასხვა ნაწილებისათვის

ეცადეთ გადახვიდეთ დაბალკალორიულ კვებით რაციონზე; საკვები მიიღეთ მცირე ულუფებით და განსაზღვრულ სააათებში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მავნეა მაგიდასთან დიდხანს ჯდომა.
რეკომენდებულია 5-ჯერადი კვება; მენიუ თავად უნდა შეადგინოთ, ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვლის მიხედვით:
ა) თოხლოდ მოხარშული კვერცხი, პურის ნაჭერი, მოშუშული პომიდორი;
ბ) უცხიმო სუფი, ორი ნაჭერი პური, 100 გ ყველი;
გ) გრილზე მომზადებული ქათმის ბარკალი (კანგაცლილი), შერეული სალათა, პატარა ფუნთუშა;
დ) 175 გ მუნდირში მოხარშული კარტოფილი, შერეული სალათა, 2 სუფრის კოვზი მოხარშული ლობიო

ვარჯიში: ყოველთვის ეცადეთ, რომ თუკი ქვემოდან რაიმეს აღება გსურთ, არ დაიხაროთ, ჩაიცუცქეთ და ისე აიღეთ. სცადეთ 10-ჯერ ჩაჯდომა და ადგომა. დაჯექით მაგარ სკამზე და დაჭიმეთ დუნდულა კუნთები, მოდუნდით და კვლავ დაჭიმეთ; ეს ვარჯიში გაიმეორეთ 50-ჯერ დღის განმავლობაში.
რეკომენდებულია შემდეგი ვარჯიში: დაწექით ზურგზე, მუხლები აწიეთ, ტერფები გაწიეთ მხრების სიგანეზე, ხელები დააწყვეთ ტანის გასვწრივ, ხელიგულებით ქვემოთ. დაძაბეთ დუნდულოების კუნთები და აწიეთ ბარძაყები ზემოთ, შემდეგ ჩამოწიეთ ქვემოთ და ასე გაიმეორეთ 10-ჯერ ზედიზედ.

 

Viewed 17157 times by 8051 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka