მსუქანი ბარძაყების დიეტა

მსუქანი ბარძაყების დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ

მსუქანი ბარძაყების დიეტა

ქვემოთ მოყვანილი დიეტა განკუთვნილია იმ ქალებისათვის, რომელთაც ცხიმოვანი ქსოვილი პირველ რიგში უგროვდებათ ბარძაყებსა და დუნდულოებზე. დიეტის დაცვისას დადებით ეფექტს უკვე მეორე კვირის ბოლოს შეამჩნევთ. ამ დიეტით სარგებლობა მამაკაცებსაც შეუძლიათ, განსაკუთრებით კი ლუდის მოყვარულებს. როგორც ცნობილია, დღეში საშუალოდ მოვიხმართ 115 გ ცხიმს, მაშინ, როცა ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ცხიმზე მხოლოდ 12 გ-ია. ცხიმის დიდი ნაწილი იმალება მზა პროდუქტებში – კექსებში, ბისკვიტებში, ძეხვეულში და ა. შ. აღნიშნული დიეტა ხელს უშლის ჭარბი ცხიმის დაგროვებას.

საერთო წესი:

დალიეთ დღეში 8 ჭიქამდე წყალი, უმჯობესია უგაზო მინერალური. შეამცირეთ ყავისა და ჩაის მიღება. ჩაი უკეთესია უშაქრო და ნაკლებად მაგარი. იგივე ვრცელდება ყავაზეც. მამაკაცებმა დღიურ რაციონს უნდა დაამატონ ორი ნაჭერი პური (მსხვილად დაფქვილი ფქვილით დამზადებული) და მუნდირში მოხარშული კარტოფილი (400 კალორია)

ორშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი, 1 ვაშლი, პურის ნაჭერი მრგვალად დაჭრილი პომიდვრით. სადილი: 200 გ ქათმის ბარკალი (კანგაცლილი), ლიმონის წვენით შეზავებული შერეული სალათა (დიდი ულუფა), 1 პატარა ფუნთუშა (მსხვილად დაფქვილი ფქვილისგან მოზადებული). სამხარი: პურის ნაჭერი 2 სუფრის

კოვზი მოხარშული ლობიოთი და წიწმატით. ვახშამი: ჩაშუშული ყვავილოვანი კომბოსტო 25 გ გახეხილი ედამის ყველით, მოშუშული პომიდორი, ლობიო, მოშუშული ვაშლი 1 ჩაის კოვზი მოცხარითა და 1 ჩაის კოვზი თაფლით.

სამშაბათი

საუზმე: 1 ნაჭერი დაბალკალორიული ძეხვი გრილზე შემწვარი, 25 გ მოხარშული სოკო, 1 ნაჭერი პური, 1 ჩაის კოვზი ჯემი. სადილი: სენდვიჩი პურის 2 ნაჭერით და 50 გ ყველით, სალათა, რამდენიმე მარცვალი ყურძენი. სამხარი: უცხიმო სუფი, პატარა ფუნთუშა (უხეშად დაფქვილი ფქვილისგან მომზადებული), 1 ვაშლი. ვახშამი: 150 გ ნებისმიერი თეთრი თევზი (ფოლგაში შემწვარი ხახვთან, მწვანე და წითელ წიწაკასთან ერთად, ზემოდან ლიმონის წვენით მოსხმული), 200 გ მუნდირში მოხარშული კარტოფილი, მწვანე ლობიო, კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი.

ოთხშაბათი

საუზმე: თოხლოდ მოხარშული 1 კვერცხი, 2 ნაჭერი პური. სადილი: ნესვის მოზრდილი ნაჭერი, 2 სუფრის კოვზი მოხარშული ლობიო, შერეული სალათა (დიდი ულუფა), პურის ნაჭერი. სამხარი: 1 ბანანი, 1 ჭიქა დიეტური იოგურტი ვახშამი: ნებისმიერი მზა დაბალკალორიული კერძი, მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო, მოშუშული პომიდორი, მწვაენ ლობიო, პატარა ჭიქით – მშრალი ღვინო.

ხუთშაბათი

საუზმე: დაბრაწული პური, 2 სუფრის კოვზი ყველი, 1 პომიდორი. სადილი: ფხვიერი ფუნთუშა სალათით და 50 გ ნაკლებცხიმიანი ვიჩინით, 1 ვაშლი. სამხარი: 90 გ ტუნეცი, საკუთარ წვენში, შერეული სალათა (დიდი ულუფა), 2 ნაჭერი პური.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში