დიასპორები უცხოეთში – თურქეთი

გადასვლა მთავარ გვერდზე

სტამბული

1. თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდი – ქ. სტამბოლი, მმართველთა საბჭოში შედიან თურქეთის ცნობილი ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები:
ისმეთ აჯარი, სამი სეჩკინი, ერგუნ ათაბაი, ისმეთ დინდარი, ალი იჰსან აჰისქალიოღლუ, სიმონ ზაზაძე, პოლ ზაზაძე, ალი გუნდუზი, ალი ნიჰათ გოქიითი. ფონდის გენერალური დირექტორია – მევლუდ ართვინლი.

2. მაჭახელას განათლების, კულტურისა და თანადგომის ფონდი – დაარსდა 1995 წელს; ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე: სალიჰ ილდიზი მოადგილე: ბაჰათინ სარი. მაჭახელას ფონდი ფონდი არის სტამბოლში მცხოვრებ მაჭახელელ (ართვინის ოლქი) ქართველთა შეკრების ადგილი. გამოსცემს ჟურნალს “მაჭახელი”.

3. საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოება – თავმჯდომარე _ ალი რიზა ალთუნელი. დაარსდა 2005 წელს ქ. სტამბოლში, ფატიჰის რაიონში. საზოგადოებასთან არსებობს ქართული ენის შემსწავლელი კურსები.

4. სტამბოლის ხალხური სიმღერის ანსამბლი „ქაფდაღი“ – ხელმძღვანელი იბერია ოზქანი (მელაშვილი).

5. ქართული კულტურის საზოგადოება – დაარსდა 2008 წელს”; საზოგადოებასთან არსებობს ქართული ენის შემსწავლელი კურსები.

საქარიას ოლქი

1. ჰენდექის ბათუმელთა კულტურის საზოგადოება – მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები: ბურჰან ფეჰლივანი, მოადგილე რეჯეფ თირიაქი. საზოგადოება დაარსდა 1996 წელს, ქ. ჰენდექში.

2. დუზჯეს ბათუმელთა ქართული კულტურის საზოგადოება – მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილეები: ვეისელ ჩაქარი, რეფიქ იუქსელი. საზოგადოება დაარსდა 1998 წელს.

ქოჯაელის ოლქი

1. გოლჯუქის კავკასიური კულტურისა და თანადგომის საზოგადოება – საზოგადოების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები: მურათ სევიმი (მგელაძე) საზოგადოება დაარსდა 2001 წელს. საზოგადოებასთან არსებობს ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი.

ბურსის ოლქი

1. ქ. ბურსის ბათუმელთა კულტურისა და ურთიერთდახმარების საზოგადოება – მმართველი საბჭოს თავმჯდომარე: მუსა აიდინი. დაარსდა 1986 წელს.

2. ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოება – მმართველი საბჭოს თავმჯდომარე: მეჰმეთ ნური ტაიარი (მამია დუმბაძე). საზოგადოებასთან არსებობს ქორეოგრაფიული ანსამბლი.

3. იზნიქის ბათუმელთა კავკასიური კულტურისა და თანადგომის საზოგადოება – დაარსდა 1991 წელს. მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა იბრაჰიმ შენერი. იზნიქის საზოგადოების საზოგადოებასთან არსებობს ბავშვთა ცეკვის ანსამბლი.