გადასვლა დიეტების მთავარ გვერდზე
დიეტები სხეულის სხვადასხვა ნაწილებისათვის
მკერდი სხეულის ისეთი ნაწილია, სადაც კუნთები არაა, ამიტომ წონაში მკვეთრი დაკლების დროს შესაძლებელია მან ფორმა დაკარგოს – ჩამოეშვას და დანაოჭდეს. უმჯობესია, თუკი წონაში დაკლებთ ნელი ტემპით, თანდათანობით. გთავაზობთ დიეტას, რომელიც გათვლილია დღეში 1500 კალორიაზე.
საუზმე (300 კალორია) – რძეში გახსნილი 25 გ უშაქრო ბურბუშელა, თოხლოდ მოხარშული კვერცხი.
სადილი (400 კალორია) – სენდვიჩი ქათმის ხორცით, 1 ცალი ვაშლი.
ვახშამი (450 კალორია) – საქონლის ხორცისგან მომზადებული ,,მობრაწულა“, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ:
რეცეპტი გათვლილია 1 ულუფაზე და შეიცავს დაახლოებით 450 კალორიას (100 გ კარტოფილისა და 1 ცალი ფორთოხლის ჩათვლით).
შემადგენლობა: 100 გ ნაკლებცხიმიანი სტეიკი; 100 გრ ახლადგაყინული ბოსტნეულის ნარევი; 2 ჩაის კოვზი ტომატის პასტა; 200 მლ საქონლის ხორცის ბულიონი; 1 ჩაის კოვზი ფქვილი, მარილი, წიწაკა.
კუბიკებად დაჭრილი სტეიკი ამოავლეთ ფქვილში, რომელშიც დამატებულია სანელებლები. ხორცი გადაიტანეთ ქვაბში და ჩაამატეთ ბოსტნეული. ტომატ-პასტა გახსენით ბულიონში და დაასხით ხორცს. მიღებული მასა შედგით ღუმელში 325°С-ზე, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში.
125 გ კარტოფილი, მუნდირში მოხარშული, მწვანე ბოსტნეული.
წასაუზმება (150 კალორია): 1 ბატონი შოკოლაიდი, 1 ვაშლი.
ვარჯიში: ლამაზი მკერდისთვის საუკეთესო ვარჯიშია ცურვა. თუკი ამის საშუალება არა გაქვთ, გთავაზობთ: აბაზანის მიღების დროს შეასრულეთ შემდეგი ვარჯიში: მარცხენა ხელის მაჯას მოუჭირეთ მარჯვენა ხელით, ხოლო მარჯვენა ხელის მაჯას – მარცხენა ხელით; ასე ხელები დაიკავეთ მკერდის დონეზე და მკვეთრად გადაიხარეთ წინ. თუკი ყოვლედღიურად 50 -ჯერ შეასრულებთ ამ ვარჯიშს, 1 კვირაში შეატყობთ, რომ თქვენი მკერდი უფრო მკვრივი გახდა.
Viewed 32156 times by 9459 viewers


