სისხლისფერი პასიფლორა, ვნების ყვავილი – Passiflora
incarnate L.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
1. მცენარეთა გვარი პასიფლორა
პასიფლორა (Passiflora) ანუ ვნების ყვავილი, პასიფლორასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარია. პასიფლორას 400-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. გავრცელებულია ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. მცოცავი ბუჩქები და ბალახებია.

ზოგიერთი სახეობის (მაგ.: Passiflora edulis) ნაყოფი იჭმება. დეკორატიული სამხრეთ-ამერიკული Passiflora coerulea დეკორატილი მიზნით ფართოდაა გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე. გვხვდება სხვა სახეობებიც. პასიფლორას ზოგიერთი სახეობა ჩამოთვლილია ქვემოთ:
Passiflora adenopoda DC. * [syn. Passiflora acerifolia — Schltdl. & Cham.]
Passiflora alata Curtis
Passiflora biflora Sims
Passiflora caerulea L.
Passiflora capsularis Sims
Passiflora cincinnata L.
Passiflora coccinea Aubl.
Passiflora coriacea Juss.
Passiflora edulis Sims
Passiflora foetida L.
Passiflora gibbertii L.
Passiflora gracilis J. Jacq
Passiflora incarnata L
Passiflora laurifolia A.Juss.
Passiflora ligularis A.Juss.
Passiflora maliformis L.
Passiflora mollissima (Kunth) L.H.Bailey
Passiflora pinnatistipula Juss.
Passiflora quadrangularis L.
Passiflora racemosa Brot.
Passiflora suberosa L. [syn. Passiflora pallida L.]
Passiflora tricuspis H.Karst.
Passiflora trifasciata L.
Passiflora tripartita L.
პასიფლორები იყო ე.წ. ’’ახალი სამყაროდან’’ წამოღებული ერთ-ერთი პირველი ყვავილები, რომლებიც ევროპელებმა საკუთარ ბაღებში შეიტანეს. პასიფლორას პირველი ცნობილი აღწერა, რომელიც 1553 წლით თარიღდება, ეკუთვნის პედრო კიეზა დე ლეონს. მან აღწერა ’’გრანადილები’’. ამ სახეობის სამშობლო კოლუმბიაა. Granadilla – ესპანური სიტყვაა და ’’პატარა ბროწეულს’’ ნიშნავს. პასიფლორას ყვავილების ნახატი 1610 წელს ხელში ჩაუვარდა იტალიელ ისტორიკოსსა და რელიგიურ მოღვაწეს, ჯაკომო ბოსიოს, რომელმაც დიდი როლი შეიტანა მათ აღწერასა და გავრცელებაში. პასიფლორაში იგი რელიგიურ სიმბოლიკას ხედავდა.

2. სისხლისფერი პასიფლორა.ზოგადი აღწერა
სისხლისფერი პასიფლორა, ვნების ყვავილი – Passiflora incarnata L. მიეკუთვნება პასიფლორასებრთა – Passifloraceae ოჯახს.
9 მეტრამდე სიგრძის ბალახოვანი ლიანაა წვრილი ყლორტებით და შე–ფოთლილი და სპირალურად დახვეული ულვაშებით. ფოთლები მორიგეობი–თია, გრძელყუნწიანი, სამადგანკვეთილი, მსხვილი. ფოთლის სიგრძე 20 სანტიმეტრს აღწევს. ფოთლები შებუსვილია, განსაკუთრებით ძარღვების მიდამოებში , მწვანეა, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო გადაჰკრავს. ლამაზი, 6 სმ დიამეტრის, რგოლისებრ განლაგებული, გრძელ ყვავილსაჯდომზე განთავსებული, მარტოული ყვავილები აქვს. გვირგვინის ფურცლები არა აქვს. გვირგვინს წვრილი, ლამაზი ხაზები დაჰყვება. გვირგვინი იისფერია.
ნაყოფი დიდია, ოვალური, წვნიანი. სიმწიფეში მომწვანო-ყვითელ ფერს იღებს. ნაყოფების ჟელესმაგვარი რბილობი საკვებად ვარგისია; მას ჟელესა და ჯემების მოსამზადებლადაც იყენებენ. თუმცა, ნაყოფი მცირე ზომისაა. ამიტომ, პასიფლორას ზოგიერთი ცენტრალურ-ამერიკული და სამხრეთ-ამერიკული მონათესავე სახეობისგან განსხვავებით, იგი ნაყოფის მისაღებად არ მოჰყავთ. მცენარე ყვავილობს ივლის–აგვისტოში.
3. სისხლისფერი პასიფლორას გავრცელება
სისხლისფერი პასიფლორას სამშობლოა ჩრდ. ამერიკის სუბტროპიკული რაიონები (ბრაზილია, მექსიკა, ბერმუდის კუნძულები და სხვ.)
საქართველოში იგი მე–19 საუკუნის პირველ ნახევარშია შემოტანილი დეკოტარიული მიზნით. გასული საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთში გააშენეს სამრეწველო პლანტაცია.
ბოლო წლებში, გავრცელდა დეკორატიული მიზნით, გავრცელდა პასიფლორას მრავალი სახეობა.
4. სისხლისფერი პასიფლორას ნედლეული
ნედლეულია პასიფლორას ბალახი – Herba Passiflora.
ნედლეულს ამზადებენ წელიწადში სამჯერ ბუტონიზაციის, ყვავილობის და ნაყოფიანობის ფაზებში. ძირითადად აშრობენ ჰაერზე, თხელ ფენად, კარგი ვენტილიაციის პირობებში. ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ”ნედლეული წარმოადგენს 1-4 მმ სისქის დამტვრეული ღეროების, ულვაშების (პწკალების) და ფოთლების ნარევს, რომელშიც დასაშვებია ყვავილების და უმწიფარი ნაყოფების მინარევი არა უმეტეს 8%. სუნი – სუსტი, გემო – მომწარო.”
5. სისხლისფერი პასიფლორას ქიმიური შედგენილობა
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში სისხლისფერ პასიფლორაზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ამინომჟავები, აპიგენინი, გლუტამინი, ვალინი, თავისუფალი შაქრები, თიროზინი, ინდოლის ნაწარმი ალკალოიდები, კემპფეროლი, ლუტეოლინი, ნორჰარმანი (0, 05%), ორგანული მჟავები, ფენილალანინი, ფისები, ფლავონოიდები, ქვერცეტინი, ქინონები.
თბილისში [9] თესლებიდან მიღებულია – ცხიმოვანი ზეთი (20%), ფესვებიდან კი – კუმარინები – უმბელიფერონი და სკოპოლეტინი.

6. სისხლისფერი პასიფლორას მედიცინაში გამოყენება
სისხლისფერი პასიფლორას პრეპარატები იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დამშვიდებას, მოქმედებს როგორც სედატიური საშუალება, ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება. იყენებენ ნევრასტენიის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, კლიმაქსური დარღვევების და ეპილეფსიის დროს. ძირითადად ამზადებენ ნაყენსა და სითხოვან ექსტრაქტს.
ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
4. ლალი დათეშიძე. პასიფლორა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
12. Муравьёва Д. А. Тропические и субтропические лекарственные растения: — М.; Медицина, 1983, 336с., с ил.
Viewed 1018 times by 634 viewers


